ლიზას ფოტოები ძმებთან და მამასთან ცოტა ხნის წინ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ლიზა ყენიამ და მაია ჯაბუამ დედა-შვილობაზე ისაუბრეს (იხილეთ სრულად). მაია ჯაბუამ აღნიშნა, რომ ლიზასთან ჯერ მხოლოდ დედაშვილური ურთიერთობა აქვს, ხოლო რომ გაიზრდება, შემდეგ უკვე მისი მეგობარი იქნება.
"ლიზა ჩემზე ბევრად თბილი ადამიანია, უნარი აქვს ემოციის გამოხატვის - სიხარულის, წყენის. მე ჩემს ემოციებს ვფარავ და ჩვენ ამით ვავსებთ ერთმანეთს. ლიზა სულ მეფერება, მე სულ ვაკონტროლებ ემოციებს. შვილების მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვარ. იმას არ ვგულისხმობ, რომ დავდევ და სადღაც ბუჩქებიდან ვუთვალთვალებ, მაგრამ სულ მათზე ვფიქრობ. თავში სამი ნათურა მაქვს ანთებული და ერთი წამი არ არის ჩამქრალი. უნდა ვიცოდე, ვინ სად და როგორ არის", - ამბობს მაია.
ლიზას ასევე ჰკითხეს მამასთან ურთიერთობაზე - როგორც ცნობილია, ლიზას მამა აჩიკო ყენიაა, რომელსაც ამჟამად სხვა ოჯახი აქვს. ლიზა კი ორ ძმასა და მაია ჯაბუასა და მის მეუღლე ვახტანგ ქუთათელაძესთან ერთად ცხოვრობს.
"არაჩვეულერივი მამაშვილობა გვაქვს. ის არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. მგონი, მამაჩემს უფრო მეტ რაღაცას ვუყვები, ვიდრე დედას. ძალიან მოვწონვარ პროექტში, ნერვიულობს და მქომაგობს. ყოველ ლაივზე მოდის და მიყურებს, ოღონდ ისეთ ადგილას ჯდება, ვერასდროს ვხედავ. ერთმანეთთან ძალიან ლაღი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს" - ამბობს ლიზა.
ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ხშირად დებს ოჯახურ ფოტოებსაც - დედასთან, ძმებთან, მამასთან. მისი უცნობი ოჯახური ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.