ხატია სიჭინავა მომხდარს ნანობს დედამთილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ ხატია სიჭინავა მომხდარს ნანობს და ამბობს, რომ მეუღლის დედასთან დაკავშირებით მსგავსი პოსტი არ უნდა გამოექვეყნებინა. როგორც გადაცემა "ანფასში" სტუმრობისას ხატიამ განაცხადა, იმ დროს ნერვებმა უმტყუნა.
"მინანია ეს საქციელი... ვფიქრობ, რომ ჩემგან არასწორი საქციელი იყო. ჩემი დედამთილი ასაკშია, ორი თვეა რაც "ფეისბუქი" გააკეთა, გონზე არ არის რა ხდება და სად რა კომენტარი დაიწერა. მე ვიცოდი და მე არ უნდა ამეტვირთა. ჩემს თავს მივაყენე ზიანი. დავალაგეთ ყველაფერი. ისეთი აჟიოტაჟი, რაც ხალხში იყო, ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. ეს იყო
ემოცია, აფეთქება და სისულელე, რის გამოც მტერი გავახარე. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, შენმა ქმარმა რომლის პოზიცია დაიკავაო. ჩემი ქმარი არის კაცი და არა - კაცუნა. არც ერთის მხარე არ დაუკავებია. გაგრძელება