ამ ქალბატონის ამბავმა ყველა შეძრა ამ ქალბატონის ამბავმა ყველა შეძრა. "სოციალური პარტნიორობა" საზოგადოებას უამბობს ამბავს ქალისას, რომელიც სრულიად ჩვეულებრივ ცხოვრობდა და ერთ დღესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ქალბატონმა თმა შეიღება და მერე გახდა ცუდად - ანაფილაქსიური შოკის დიაგნოზით აღმოჩნდა საავადმყოფოში. მას მერე, ის ამ მდგომარეობაშია. გთავაზობთ ხათუნა ჭაღიაშვილის ამბავს:
"ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია – ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი.
ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. დედა ქალბატონი ნელი თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა ბადრი ჭაღიაშვილი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა.
მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! ერთ დილას ხათუნა სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გულწასული დავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. 26 დღე ხათუნამ უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გაატარა.
როდესაც დარდით განადგურებულ მშობლებს ხათუნა საავადმყოფოდან გამოჰყავდათ, ენერგიული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქალისგან აღარაფერი დარჩენოდა. ხათუნა ვერ მოძრაობდა, არ რეაგირებდა ხმებზე, ტკივილისგან ხელ-ფეხი სულ დაეკრუნჩხა, საშინელი ნაწოლები გაუჩნდა და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. მამას დასუსტებული ხათუნა საავმყოფოდან ხელში აყვანილი გამოჰყავდა.
მკურნალობის სახსრების უქონლობის გამო, ხათუნას მდგომარეობა უკვე 4 წელია არ იცვლება. ხათუნას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა მას შპრიცით კვებავს, თხევად საკვებს ცხვირში ჩადგმული მილიდან აწვდის. აცმევს, ბანს, უწესრიგებს პირად ჰიგიენას. ნელი ვერ მუშაობს, შვილს ერთი წუთითაც ვერ ტოვებს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხშირად წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.
იხილეთ ასევე 20 შეცდომა, რომელსაც თმის შეღებვისას ვუშვებთ
ექიმების აზრით, ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი ხათუნას გამოჯანმრთელების შანსს მისცემს."
ქართველი მომხმარებელი თმის საღებავით მოწამვლის შემთხვევაზე წერს
ამ ადამიანის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში, რომლის ნახვაც შეიძლება ბმულზე: