2000 წლიდან განქორწინებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს...
2000 წლიდან განქორწინებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს... დამნაშავის ძიება ორი ადამიანის კონფლიქტის დროს რთულია. რატომ მიაღწია დანგრეულ ოჯახთა რაოდენობამ საგანგაშო ნიშნულს? - "კვირის პალიტრამ" ამ კითხვით ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას მიმართა:
"ეს უნდა უკავშირდებოდეს ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორს, როგორიც არის დამოკიდებულების შეცვლა ოჯახისა და ქორწინებისადმი. თუ წინათ ოჯახთან იყო საკრალურ-რელიგიური დამოკიდებულება, ანუ ოჯახი აღიქმებოდა აუცილებლობად, რომელსაც ვერ გაექცევი, ტრადიციად, რომელსაც ვერ უარყოფ, რომელიც უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, დღეს ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ. პიროვნული თავისუფლების ღირებულება განსაკუთრებულ ძალას და მნიშვნელობას იძენს - უფრო მეტად ღირებულია ჩემი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე იმ ადამიანთან თანაცხოვრება, რომელიც მე აღარ მიყვარს ან რომელიც ჩემს პიროვნებას უგულებელყოფს, არ უწყობს ჩემი ინტერესების რეალიზებას ხელს, დისკომფორტს მიქმნის და ა.შ.
- რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა მომავალ მეუღლეებზე?
- ოჯახს მრავალი ასპექტი აქვს - სექსუალურ-ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და აუცილებელია მათი გათვალისწინება. ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც ორივე მეუღლე სწორად შეაფასებს სიტუაციას. გონებისმიერად დაგეგმავს საოჯახო ცხოვრებას.
ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უწევთ ქალებს ცხოვრება და ხშირად ქორწინება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, გარკვეულ ასაკს მიღწეულ გაუთხოვარს ეჭვით უყურებენ. ჩვენს კულტურაში წარმატებული ადამიანის იმიჯის აუცილებელი ნაწილი დაქორწინებაცაა. ჩვენთან ტაბუდადებულია სექსუალური მიზეზი: ქორწინებამდე ქალიშვილს ეკრძალება სექსუალური ცხოვრება. იხილეთ გაგრძელება