სახლიდან გაქცევა მშობლებთან მორიგი ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტეს 15 წლის ფსკოველმა მოზარდებმა, დენის მურავიოვმა და ეკატერინა ვლასოვამ თავიანთი საქციელით მთელი რუსეთი აალაპარაკეს.
პირველადი ინფორმაციით, თინეიჯერმა წყვილმა, რომლებიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში იყვნენ ჩაკეტილნი, ცეცხლი გაუხსენეს სამართალდამცველებს, შემდეკ კი თავი მოიკლეს. ყველაფერ ამას, ისინი სოციალურ ქსელში ონლაინ რეჟიმში აჩვენებდნენ, საკუთარ თავებს კი "რუს ბონი და კლაიდს" უწოდებდნენ. შოკისმომგვრელ კადრებში, რომელსაც ახალგაზრდები მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ, ჩანს, როგორ ესვრიან ისინი პოლიციელებს, რომლებმაც სახლს ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა მძევლად იყო აყვანილი, თუმცა, სანამ ორმაგი სუიციდი მოხდებოდა, გოგონამ Вконтакте-ს პირად გვერდზე დაწერა, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
იხილეთ თვითმკვლელობამდე გამოქვეყნებული ვიდეო
დენისმა და ეკატერინამ ცც. მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და კონფლიქტი ოჯახში სწორედ ამ საკითხზე იყო. ბავშვების დაკარგვის შემდეგ, ოჯახებმა განგაში ატეხეს და პოლიცია გამოიძახეს. წყვილი სამი დღე ემალებოდა მათ. შემდეგ კი ისინი ფსკოვიდან 80 კილომეტრში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ სახლი გოგონას მამინაცვლის იყო. მოზარდები სახლში ჩაიკეტნენ, გახსნეს მამინაცვლის სეიფი, სადაც იარაღი ინახებოდა. შემდეგ კი მშობლებთან კონფლიქტის დასრულება ასეთი ტრაგიკული გზით გადაწყვიტეს.
15 წლის დენისი და კატია სოციალურ ქსელში ერთნაირ შეტყობინებებს ტოვებდნენ: "არ ინერვიულოთ, ლამაზად წავალ. იცხოვრო შენი სიმოვნებისთვის, ეს საუკეთესო ცხოვრებაა" - წერდნენ ისინი.
იმის შესახებ, რომ წყვილმა უკანასკნელ წუთს გადაწყვიტა თავის მოკვლა, მათი ახლო მეგობარი ყვება. განაგრძეთ კითხვა