20 წლის სალომეს სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა... ორიოდე დღის წინ თბილისში მოულოდნელად გარდაიცვალა 20 წლის გოგონა - სალომე გაბრიჭიძე. გოგონა სვანეთში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი მენინგიტის ვირუსი გახდა - მოულოდნელად აეწია სიცხე 40 გრადუსამდე და მშვენიერი გოგონას სიცოცხლეც დაასრულა...
გოგონა დღეს გადაასვენეს სვანეთში.
"არავინ დარდობდა დღეს ზამთრის სიმკაცრეზე, შეუჩერებელ თოვაზე მესტიაში! ორშაბათისთვის უჩვეულო სიცარიელე სუფევდა რაიონის ხალხ თუ ტრანსპორტმრავალ ცენტრში!
გზისპირა სოფლების ქუჩები კი პირიქით - ხალხმრავლობა იყო!
მესტიელები დღეს სალომე გაბრიჭიძის შესახვედრად გაკრეფილიყვნენ!
გზისპირა სოფლის მკვიდრნი კი - გოგონას დასახვედრად!
....სვანეთში ასეა, როცა ბარიდან მიცვალებულს მოასვენებენ, პატივს მიაგებენ გზისპირსოფლელები, მესტიელები კი სვანეთის დასაწყისამდე ეგებებიან ჭირისუფალს!..
თოვლის სიფითრე დღეს 20 წლის გოგონას მოჰყვებოდა და ფიფქებად გლოვობდა!..
არავინ დარდობდა დღეს მესტიაში გადაუღებელ თოვაზე! დღეს სალომე გაბრიჭიძე და მისი ჭირისუფალი ადარდებდა მესტიას: - გააძლებინოსო უფალმა!
გაგაძლებინოთ უფალმა მშობლებს და დედმამიშვილებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ყველას...!" - წერს სოციალურ ქსელში მასწავლებელი ლალი მარგიანი.
ცოტა ხნის წინ ამავე დაავადებას ემსხვერპლა კიდევ ერთი მშვენიერი გოგონა, მოდელი თამარ ჯაფარიძე (იხილეთ თამარის ამბავი). თუ რა არის მენინგიტი, ვერაგი დაავადება, რომელი უეცრად სპობს ადამიანის სიცოცხლეს, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და რა პრევენციული გზები არსებობს, იხილეთ სტატიაში.