ავარიაში მეკოს მეუღლეც გარდაიცვალა და მათი ოთხი შვილი დაობლდა მორაგბეების ავტოავარიიდან 6 თვე გავიდა. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავარიის დღეს მერაბ კვირიკაშვილსა და ანანო ბუაძეს ქორწინების 14 წელი შეუსრულდათ. ისინი საფრანგეთიდან ათი დღის დაბრუნებულები იყვნენ. სამწუხაროდ, ქორწინების 14 წლისთავზე, მათი სამაგალითო სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეკო კვირიკაშვილი სათამაშო მოედანს დაუბრუნდა. ის კარიერას კლუბ "ლელო სარასენსში" აგრძელებს. ცნობილია, რომ ამიერიდან ის მხოლოდ საქართველოში ითამაშებს და მთელ დროს ბავშვების აღზრდას დაუთმობს, რომელშიც დედა და მეგობრები ეხმარებიან. სწორედ ამიტომ კვირიკაშვილმა ფრანგულ კლუბ "სენ-ჟუნიენთან" კონტრაქტი გააუქმა. განაგრძეთ კითხვა