"ფორმა დიდი ჯვარია" და ამაში დღეს დავრწმუნდი, როცა აცრემლებული თვალებით მითხრეს, მინდა უბრალოდ იცოცხლოს და მიყუროსო..." ეს წერილი ერთ ქართველ ექთანს თაკო ყეინაშვილს ეკუთვნის და ალბათ დამაფიქრებელია იმ დროს, როცა სამედიცინო პერსონალის გულგრილობაზე საუბარი, სამწუხაროდ, აქტუალურია. საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ექთანი და ექიმი, რომლებსაც მართლა მიაქვთ გულთან ახლოს პაციენტის ტკივილი და მასთან ერთად განიცდიან.
"დღის ბოლოს დაღლილს წერა რომ მოგინდება, ასე ვარ ახლა მე... ''ფორმა დიდი ჯვარია" და ამაში დღეს დავრწმუნდი, როცა აცრემლებული თვალებით მითხრეს, მინდა უბრალოდ იცოცხლოს და მიყუროსო... ნუგეშს ელოდა ჩემგან, მაგრამ სიტყვა გამაწყვეტინა და მითხრა:
- კი, ვიცი, შენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რამდენ ასეთ სიტყვას ისმენ დღის განმავლობაში შენი პაციენტებისგან, - და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.
თირკმლისებური თასი, რომელიც ხელში მეკავა, გამიშეშდა... არ ვიცი, რა ვიგრძნენი იმ წუთას. უბრალოდ მინდოდა მეც მასთან ერთად მეტირა.. მაგრამ როცა კლინიკაში მუშაობ, შენ ხომ ამის უფლება არ გაქვს, შენ ხომ ყოველთვის ძლიერი ხარ და ფორმა, რომელიც გაცვია, გაძლევს ამ სიძლიერეს... ხანდახან მაინც გინდა უბრალოდ ხედავდნენ შენში ადამიანს, რომელსაც ის ტკივილი გულთან მიგაქვს და არააა ეს ყოველივე სულ ერთი..."