ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და ექსმოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი, ტატიანა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა თამაშობდა და გისოსებს მოჰკიდა ხელი, რომელმაც დენი გაატარა. სასწააფო დახმარება ადგილზე დროულად მივიდა, მაგრამ ტატას გადარჩენა ვერ მოახერხეს.
როგორც ჟურნალი „სარკე“ წერს დღევანდელ ნომერში, მოზარდი იოსელიანზე თიკო ჩხეიძის მშობლების სახლში იყო.
ჟურნალ „სარკესთან“ მეზობელი ნათელა ქუთათელაძე საუბრობს და შემთხვევას იხსენებს:
"ეს ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს და ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ. როგორც გავიგე, იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, მშობლები სახლში არ იყვნენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, მაშინვე მოვიდნენ. დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა. საშინელი ამბავი ტრიალებდა ჩვენს ოჯახში“. განაგრძეთ კითხვა