გოგონა ბედნიერია, რომ დედიკო და მამიკოც თავისნაირები ჰყავს ბრიტანელმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ასე გამოუცხადონ შვილს სოლიდარობა და აგრძნობინონ, რომ ის სულაც არ არის რაიმეთი განსხვავებული. გოგონას დაბადებისთანავე ჰქონდა მოწითალო ლაქა-ხალი, რომელიც მის ზრდასთან ერთად იზრდებოდა და კვლავაც იზრდება. როგორც ბავშვის დედა ამბობს, ორსულობის დროს ექიმების მიერ დაშვებულმა რომელიღაც შეცდომამ, გარკვეული მედიკამენტების არასწორმა მიღებამ გამოიწვია ეს გართულება.
პატარა გოგონას მშობლებმა ასეთ გადაწყვეტილებას მიაგნეს - ზუსტად ისეთი ტატუები გაიკეთეს და იმავე ფერის, როგორი ლაქებიც აქვს პატარას. მედ-ფეი ფილიპსი ბედნიერია, რომ დედიკო და მამიკოც თავისნაირები ჰყავს.