სამი პიტბული დაესხა თავს, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა და სახის ერთი ნახევარიც პარალიზებული დარჩა ეს აღმაშფოთებელი შემთხვევა აშშ-ის ქალაქ ჯეკსონში მოხდა. სწრაფი კვების ობიექტის მენეჯერმა 3 წლის ვიქტორია უილჩერი და მისი დედა დაწესებულებიდან გამოაგდო ბავშვის გარეგნობის გამო. გამოუცხადა, რომ პატარა სტუმრებს აფრთხობდა.
საქმე ის არის, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ვიქტორიას თავისი პაპის ეზოში საშინელი ტრაგედია შეემთხვა - სამი პიტბული დაესხა თავს, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა და სახის ერთი ნახევარიც პარალიზებული დარჩა.
"ეს სახე გაშინებთ?" - ასეთი მოწოდებით მიმართა ვიქტორიას დედამ "ფეისბუქის" მომხმარებელს და ვიქტორიას ფოტო განათავსა. საზოგადოებას კი მოუწოდა, მეტი ტოლერანტობა და ელემენტარული ეთიკა გამოიჩინოს სხვა ადამიანების მიმართ.