ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი მამა პეტრე კოლხის (კვარაცხელიას) გუშინდელმა პოსტმა დიდი ვნებათარელვა გამოიწვია. მამა პეტრემ, რომელიც ისედაც ცნობილია თამამი გამოსვლებით და განცხადებებით, თავისი უფროსი ქალიშვილის პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "აი ფოტო... აი ქალი..." ფოტოსესიაში ჩანდა, რომ გოგონასთან ერთად მამამისიც იმყოფებოდა და ფოტოებს მამასთან სელფიც ახლდა თან.
პოსტს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ბევრი აკრიტიკებდა მღვდელს მსგავსი საქციელისთვის, სხვები კი ლიბერალიზმსა და სითამამეს უქებდნენ.
მაგალითად, ერთი ქალბატონი სწერს: "ულამაზესი შვილი გყავთ, მამაო, საამაყო. რატომ აქვს ამ ხალხს ტვინები დანაგვიანებული ბინძური აზრებით, ვერ ვხვდები. რა არის გასაკვირი იმაში, რომ მამა შვილით ამაყობს? თქვენ საუკეთესო მამა ხართ, ისევე, როგორც საუკეთესო მოძღვარი და მიხარია, რომ შვილს, თინეიჯერს საღად ზრდით და არ აქცევთ ჩარჩოებში, თუნდაც საზოგადოების აზრის გამო"...
თუმცა კრიტიკა აშკარად მეტი იყო და მამა პეტრეს კიცხავდნენ, როგორც მღვდელს და როგორც მამას. დღის ბოლოს მამაომ ყველას ასეთი პასუხი გასცა:
"დიახ, ეს ჩემი შვილია... ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი, განათლებული და უკიდურესად ნაკითხი... საოცარ გარემოში და ლაზური სევდით გაჯერებულ მდინარეში გადაღებული ფოტოებით... ყოველთვის მომგებიანია თვითკრიტიკულები იყოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ იცით, რა არის შესაძლებელი და რა შეუძლებელი?! ჩემთვის ყველაზე მეტად შეუძლებელი სხვისი ნაბიჯებით ცხოვრებაა.
ხშირად რკინის საზღვრებს ვადგენთ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ღმერთი ითხოვს ჩვენგან...
ნუ უკრძალავთ სხვას იმის გაკეთებას, რაც თავადაც გსურთ გააკეთოთ, მაგრამ საკუთარი, ხელოვნურად შექმნილი დოგმების მსხვერპლი ხდებით...
რეალიზდით, იცხოვრეთ, გაიღიმეთ... რატომ უნდა იყოს ასეთი საინტერესო, ვინ, სად და რა ფორმით ცდილობს გაილამაზოს ცხოვრება... ეძებეთ თქვენი წილი ბედნიერება და მერწმუნეთ, აუცილებლად იპოვით... მიყვარხართ..."