წესებით არ ვცხოვრობ, გულით ვმოქმედებ
1. თქვენი გულების დედოფლად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ ამ ქვეყნის დედოფლის ამპლუაში ყოფნას ვერაფრით წარმოვიდგენ.
2. ფილოსოფიური აზროვნება - ეს სხვისთვის უბედურების მოტანის ხელოვნებაა.
3. მამაკაცები ქალებზე ნაკლებად იტყუებიან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ისინი საკუთარ გრძნობებზე საუბრობენ.
4. ძვირად ღირებული საჩუქრები არ მჭირდება. არ მინდა ვინმემ მომისყიდოს. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. უბრალოდ მჭირდება ადამიანი, ვის გვერდითაც თავს დაცულად ვიგრძნობ.
5. ამ საუკუნის ყველაზე დიდი დაავადება ის არის, რომ ადამიანებს ხშირად სწყინთ.
6. ჩახუტებას ბევრი კარგი მოაქვს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
7.წესებით არ ვცხოვრობ, გულით ვმოქმედებ და არა გონებით.
8. კაცებს რომ ბავშვის გაჩენა უხდებოდეთ, არცერთ მათგანს არ ეყოლებოდა ერთზე მეტი შვილი.
9. თუ ისეთს იპოვით, ვინც ცხოვრებაში გეყვარებათ, მაშინ ჩაებღაუჭეთ ამ სიყვარულს.
10. ამბობენ უკეთესია ღარიბი იყო, მაგრამ ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური. და კომპრომისზე რას იტყოდით - ზომიერად მდიდარი და უბრალოდ ჭირვეული?