დედა ამ დროს "ფეისბუქში" მეგობრებს ემესიჯებოდა ინგლისში, აღმოსავლეთ იორკშირში, ორი წლის ბავშვი აუზში მაშინ დაიხრჩო, როდესაც დედამისი, მრავალშვილიანი კლერ ბარნეტი, „ფეისბუქში“ მეგობრებს ემესიჯებოდა და ფოტოებს აქვეყნებდა. სწორედ ამ დაუდევრობის გამო, რომელსაც პატარა ბიჭუნას სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პატარა ჯოშუა ბარნეტი, კლერის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, ეზოში თამაშობდა, აუზთან ახლოს. როგორც დედამისმა კლერ ბარნეტმა განუცხადა პოლიციას, ბავშვის წყალში ჩავარდნის ხმა როგორც კი გაიგო, რამდენიმე წამში იქ გაჩნდა, თუმცა შველა ვეღარ მოასწრო. თუმცა მოსამართლე მას არ დაეთანხმა და არც ის დაიჯერა, რომ დედამ საერთოდაც გაიგო ბავშვბის წყალში ჩავარდნის ხმა. უბრალოდ, ბავშვი რომ გაახსენდა, ის უკვე აუზში აღმოაჩინა...
სასამართლო პროცესზე ნათესავებმა ისიც თქვეს, რომ ქალი რამდენჯერმე გააფრთხილეს, მიეღო უსაფრთხოების ზომები და აუზი, რომლის გარშემოც ხშირად თამაშობდნენ მისი შვილები, შემოეღობა ან გადაეხურა. თუმცა ქალმა ეს რატომღაც არ გაითვალისწინა...