”ესენი დები არიან?” მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსლეში აქტიურობით ნაკლებად გამოირჩევა, სამაგიეროდ მისი მეუღლე კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა ანებივრებს ინტერნეტმომხმარებელს სიახლეებით და ფოტოებით.
სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ მამულიჩამ გამოაქვეყნა ლელას და მათი საერთო შვილის მარიკოს ფოტო, საიდანც ირკვევა, რომ დედა-შვილი ისრაელში მიემგზავრება. როგორც ჩანს, ქართველ დივას, იმიჯი შუეცვლია და ახლა შედარებით მოკლე ვარცხნილობაზე შეუჩერებია არჩევანი. დედა-შვილის ფოტოს უმარავი მოწონება ახლავს, მამულიჩას მეგობრები კი ქათინაურებით სავსე კომენტარებს არ იშურებენ: ”ესენი დები არიან?!”, ”კიდევ განვმეორდები, დედაზე ლამაზი თავლები აქვს”, ”როგორ ჰგავს დედას მარიკო”, - წერენ კომენატრებში.
თეკლა ჟვანია