ბარბარეს როლის შემსრულებლის ცნობილი მამა, მინისტრი ექს-ქმარი და პოლიტიკოსი ნათლია (ფოტოები) სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი მარიშკა ჯავახაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში რა ხანია მოექცა. თუმცა არის საინტერესო დეტალები, რომლებიც ბევრმა არ იცის.
მაგალითად, ის, რომ მარიშკა ცნობილი მწერლების ოჯახშია დაბადებული - მისი პაპა ცნობილი პოეტი და მწერალი ვახტანგ ჯავახაძეა, ხოლო მისი მამა - თანამედროვე მწერლების თაობის აქტიური წარმომადგენელი ირაკლი ჯავახაძე.
ფოტოებზე ბარბარე სწორედ თავის ცნობილ მამა-პაპასთან ერთად არის აღბეჭდილი.
გარდა ამისა, მარიშკას საკმაოდ გავლენიანი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავს. ყველასთვის ცნობილია, რომ ის გიგი უგულავასთან მეგობრობს. მისი ნათლია გივი თარგამაძეა. ხოლო მისი ყოფილი ქმარი - საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი.