ირინა სარიშვილი, რომელიც ამჟამად ტყუპების აღზრდითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში მის გარდაცვლილ შვილს, გიორგის იხსენებს
ირინა სარიშვილი, რომელიც ამჟამად ტყუპების აღზრდითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში მის გარდაცვლილ შვილს, გიორგის იხსენებს და ემოციურ პოსტა უძღვნის:
"ვუყურებ ჩემ ბიჭებს, ჯანმრთელებს, ლამაზებს და ვიცი, შენც ასეთი უნდა ყოფილიყავი.
ვუყურებ ტყუპებს და მახსენდება, როგორ მოტრიალდი სიცოცხლისკენ, როგორ ნელ–ნელა რეაგირებდი ხმაზე, სინათლეზე, მუსიკაზე, ჩემზე.
არ მავიწყდება როგორ მეძებდი ხოლმე თვალების ცეცებით და ბოლო დღეს როგორ უცბად მიპოვე და ამომხედე, სანამ წაგიყვანდნენ იქ საიდანაც ვერ დაბრუნდი. თურმე მემშვიდობებოდი.
ვდარდობ, სულ ვდარდობ. მაგრამ ეს დარდი არ მკლავს.
შენზე ფიქრი ყველაფერს ალამაზებს, აძლიერებს.
სულ სხვანაირად მიხარია დღეს ყველაფერი.
შენზე დარდი არ გადის და სიცოცხლეს გვილამაზებს მე და შენს ძმებს და დებს.
ოდესღაც ყველა ერთად ვიქნებით.
არცერთი წამი არ არსებობს უშენოდ."
თეკლა ჟვანია