ის, რასაც მშობლები არ ელოდნენ როდესაც სარა და დენ მაუნდებმა თავიანთი ტყუპი ეკრანზე დაინახეს, ძალიან გაუხარდათ. მომავალი დედა ორსულობის 22-ე კვირაზე იყო და წყვილმა უკვე იცოდა, რომ ტყუპ ბიჭს ელოდებოდნენ.
სახელებიც შერჩეული ჰქონდათ. პატარა სებასტიანი და გარი ძალიან აქტიურები იყვნენ დედის მუცელში.
როდესაც მორიგ ვიზიტზე მივიდნენ ექიმთან, წყვილს მოეჩვენა, რომ პატარები ხელს უქნევდნენ მათ. ასეთი ენერგიული მოძრაობების შემდეგ მშობლებს არც სჯეროდათ, რომ პატარები ავად იყვნენ.
ექიმებმა კი მათ ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიური სინდრომი დაუდგინეს. ასეთი გართულება შეიძლება დაემართოს ტყუპის 15%-ის, რომლებიც ერთი კვერცხუჯრედიდან არიან გაჩენილი. სისხლის მომარაგება პატარებს შორის ირღვევა, რის გამოც ერთ ნაყოფს მიეწოდება დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო მეორე განიცდის მის ნაკლებობას. ყველაზე რთულ შემთხვევებში მდგომარეობა რთულდება და შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი.
საბედნიეროდ, სებასტიანისა და გარის შემთხვევაში ექიმებმა დროულად აღმოაჩინეს დაავადება, ბიჭებმა პირდაპირ დედის მუცელში გადაიტანეს ლაზერული ქირურგიის სეანსი. ოპერაცია 6 საათი მიმდინარეობდა. ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა. პატარები დაიბადნენ დროულად, პათოლოგიის გარეშე და ახლა უკვე თავს შესანიშნავად გრძნობენ.