mshoblebi


ფეხმძიმობის მეთორმეტე კვირა
უნდა მოგილოცოთ, პატარამ პირველი რთული პერიოდი გადალახა. ახლა მუცლის მოშლის რისკი მინიმალურია. ასე, რომ თქვენი ფეხმძიმობის შესახებ შეგიძლიათ თამამად აცნობოთ მეგობრებსა და კოლეგებს.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
კივი:
პატარას წონაა:
10-12 გრამი;
პატარას სიგრძეა:
6 სმ.


ამ პერიოდამდე აუცილებლად უნდა დამდგარიყავით აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში.

რა ხდება ფეხმძიმობის მეთორმეტე კვირაში?
მუდამ გეძინებათ, გაქვთ სისუსტე, დილის გულისრევა შემცირდა, ან მცირდება. მადა გაგიუმჯობესდებათ. ასეთი
მდგომარეობა ამტკიცებს, რომ ფიზიკურადაც შეგიძლიათ გააქტიურდეთ. ოპტიმალური ვარიანტია ცურვა, აერობიკა ან იოგა. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაეწეროთ მომავალი დედების სკოლაში.

რას ჰგავს პატარა 12 კვირის ფეხმძიმობისას?
ამ პერიოდისთვის ყველა ორგანო უკვე ფორმირებულია და გრძელდება მათი განვითარება. უკვე ჩამოყალიბებულია ნაყოფის სასქესო ორგანოები და ექიმი გეტყვით გოგონას მშობელი გახდებით ბიჭის. პატარას უყალიბდება კბილები, ეზრდება ფრჩხილები, თავზე _ თმა. მიმიკა უფრო მკვეთრი ხდება, თუ მას რაიმე არ მოსწონს, იშმუშნება.

როგორ გრძნობ თავს  მეთორმეტე
კვირაში?

ამ პერიოდისთვის 1,8-3,6 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. თუ ნორმაში ჯდებით, ფეხმძიმობა კარგად მიმდინარეობს. თუ ოფლიანობთ, თუ წყურვილი გკლავთ და თითქოს შიგნიდან იწვებით, ეს სისხლის გახშირებულ მიმოქცევაზე მიუთითებს. ამ დროს ხშირდება გულის ფეთქვაც.
ფეხმძიმობის მეთორმეტე კვირაში შეიძლება გაგიჩნდეთ პიგმენტური ლაქები კანზე. მუქი ფერის ზოლი ჭიპის ქვემოთ. ეს ნორმალური მოვლენაა ამიტომ კანის გათეთრების პროცედურებს ნუ მიმართავთ. მშობიარობის შემდეგ ყველაფერი გაქრება.

რჩევა მეთორმეტე კვირისთვის
დროა, გარდერობი განაახლოთ, საფეხმძიმო ტანსაცმელი შეიძინოთ. ვიწრო და მომდგარი სამოსი ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური ქსოვილის სამოსს. იგივე ითქმის თეთრეულზეც, ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ ტრუსებსა და ლიფს, რათა ქავილი არ გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ ყაბზობის პრობლემას დააღწიოთ თავი, გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით; დალიეთ მეტი რაოდენობით სითხე. წყალი შეგიძლიათ თაფლითა და ლიმონის წვენით გააზაოთ. აგრეთვე, სასარგებლოა თქვენთვის ფრეშები. ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ - ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს მსხვილი ნაწლავის მუშაობაზე.





14641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?