mshoblebi
ფეხმძიმობის მეთოთხმეტე კვირა
ყველაზე მღელვარე პერიოდია. ფეხმძიმე ქალების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ ფეხმძიმედაა. თქვენს მუცელში კი მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი დგება - პატარას სმენა უვითარდება.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მანგო:
პატარას წონაა:
25-40 გრამი;
პატარას სიგრძეა:
8-10 სმ.


რა ხდება ფეხმძიმობის მეთოთხმეტე კვირაში?
ამ პერიოდისთვის ჰორმონალური ფონი სტაბილურდება, განწყობის ცვალებადობა იკლებს. მომავალი დედა მეტად გრძნობიარე ხდება, ნაყოფზეა ორიენტირებული და ცდილობს მისი სწორი განვითარებისთვის შეუძლებელი გააკეთოს.
უკვე მზადაა ახალი როლისთვის და იმ ვალდებულებისთვის, რომელიც იკისრა.

რას ჰგავს პატარა მე-14 კვირის ფეხმძიმობისას?

აქტიური ზრდის მიუხედავად, პატარა უკვე 25-40 გრამს იწონის და 8-10 სანტიმეტრია, დედის მუცელში თავს თავისუფლად გრძნობს. აქტიურად მოძრაობს, ხრის და შლის ხელ-ფეხს. ტრიალდება, იკლაკნება. კუნთებს ავარჯიშებს. ახლა უკვე ჰგავს ახალშობილს, ოღონდ, ძალიან პატარას. კანქვეშ ცხიმის ფენა ჯერ არ აქვს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პატარას უკვე ხმები ესმის. მკვეთრმა და ხმამაღალმა ხმამ შეიძლება დააფრთხოს. კიდევ სინათლეზე რეაგირებს. თუ დედის მუცელს მკვეთრი შუქი ეცემა, აქტიურად იწყებს მოძრაობას.

თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის მეთოთხმეტე კვირაში

იმის გარდა, რომ წელი საგრძნობლად გიფართოვდათ, გაგიჩნდათ პიგმენტური ლაქები, გამოგეკვეთათ ხაზი ჭიპიდან ქვევით, შეამჩნევთ, რომ ახალი ხალები და პაპილომებიც
წარმოიშვა. ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ექიმს მათ შესახებ აუცილებლად აცნობეთ.
ბავშვი იზრდება, მას უფრო მეტი ადგილი სჭირდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ხერხემალი ფორმას შეიცვლის, რაც უსიამოვნო შეგრძნებებით იქნება დასამახსოვრებელი. დროებით უარი თქვით მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე _ მათი რეგულარული ტარება კიდევ უფრო გაამძაფრებს ხერხემლის, ზურგისა და ფეხების ტკივილს.

მეთოთხმეტე კვირის რჩევა

ქუჩაში გამოსვლისას აუცილებლად წაისვით ფეხმძიმებისთვის განკუთვნილი მზის სხივებისგან დამცავი კრემი. ნუ დაივიწყებთ დასვენებას _ ღამე 8 საათი უნდა გეძინოთ. იმის გამო, რომ ნაყოფი აქტიურია და კუნთოვანი მასა უყალიბდება, გაამდიდრეთ რაციონი ცილოვანი საკვებით _ ხორცი, რძის პროდუქტები, პარკოსნები. თუ ტკბილი გინდებათ მიირთვით მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, მაგრამ ნუ გათამამდებით, ფეხმძიმობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ადვილი არაა. სწორედ ამ მიზეზით, თანამედროვე ექიმები არ ურჩევენ მომავალ დედებს ორი ადამიანის _ თავისი და ნაყოფის _ სამყოფი საჭმლის ჭამას, რაც ასე პოპულარული მოსაზრება იყო წარსულში.





9312
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Elisabedi
0
Mogesalmebit mainteresebs 12-13 kviraze rodesac izomeba cxviris dzvkis zoma , misi zonebi ki 2.5mm sheadgens , xolo kisris naochis 1.6 mm da aseve bardzayis dzvkis sigrdze 10 ia aris tu ara dashishroeba ganvitardes daunis sindromi . An rit sheidzleba am yvelafris acileba .rame specialuri stacionalebi tu arsebobs am problemis droulad asacileblad . Madloba
08:18 / 18-06-2019
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```