ფეხმძიმობის მეთვრამეტე კვირა
კვირა სასიხარულო შეგრძნებით იწყება- მიხვდებით, რომ მუცლადმყოფი პატარა შეინძრა. დღეიდან უკვე შეგიძლიათ დააკვირდეთ პატარას რეაქციას თქვენს საუბარზე, მამის ხმის გაგონებასა და მუსიკაზე.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ქრიზანთემა:
პატარას წონაა:
150-170 გრამი;
პატარას სიგრძეა:
14 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის მეთვრამეტე კვირაში?
საშვილოსნომ აიწია და უკვე ჭიპის დონეზეა. რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. თუ მკვრივი აღნაგობა გაქვთ, ბავშვის განძრევა შეიძლება მეოცე კვირამდე ვერ იგრძნოთ. ეს ნორმალურია, არ ინერვიულოთ. თუ ბავშვის განძრევა იგრძენით, დაითვალეთ, საშუალოდ, საათში ოთხიდან რვა დარტყმა უნდა იყოს. თუ უფრო მეტ დარტყმას გრძნობთ, შეატყობინეთ ექიმს. შეიძლება პატარას ჟანგბადი არ ჰყოფნის და აქტიური ქმედებით სისხლის მიმოქცევის აჩქარებას ცდილობს.
რას ჰგავს პატარა მე-18 კვირის ფეხმძიმობისას?
თითები ბოლომდე ჩამოუყალიბდა და დღითი დღე უფრო პროპორციული ხდება. საშვილოსნოში ადგილი ჯერჯერობით საკმარისად აქვს. ამიტომ, გორაობს, ხელებსა და ფეხებს თავისუფლად ამოძრავებს.
რას გრძნობთ ფეხმძიმობის მეთვრამეტე კვირაში?
მომავალ დედას შეიძლება ტკივილი დაეწყოს ზურგის არეში. წონის მკვეთრი მომატებაც შეგახსენებთ თავს. განსაკუთრებული ტკივილის დროს, ექიმის რჩევით, სპეციალური საფეხმძიმე ბანდაჟი დღის განმავლობაში უნდა ატაროს. ტკივილს შეგიმსუბუქებთ ცურვა. ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც.
კიდევ ერთი უსიამოვნება შეშუპებაა. დააბალანსეთ რაციონი. გამორიცხეთ მარილიანი და ცხარე საკვები.
მეთვრამეტე კვირის რჩევა
შეიძლება გაგიჩნდეთ რძიანა (კანდიდოზი). ექიმი აგიხსნით, როგორ უნდა ებრძოლოთ მას. ჩვენ კი გირჩევთ, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რადგან ამ პრობლემის გამომწვევი სოკო აღმერთებს ტკბილ გარემოს.