mshoblebi

ფეხმძიმობის მეოცე კვირა
ფეხმძიმობის ნახევარი პერიოდი უკან მოიტოვეთ და მეხუთე თვესაც ასრულებთ.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ქოქოსი:
პატარას წონაა:
250 გრამი;
პატარას სიგრძეა:
16 სმ.

დროა, მეორე, გეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტაროთ, რომლის დროსაც ექიმი უკვე დარწმუნებით გეტყვით ბიჭის დედა გახდებით თუ გოგონას.


რა ხდება ფეხმძიმობის მეოცე კვირაში?
შეამჩნევთ, რომ ძუძუსთავებიდან ნახევრად გამჭვირვალე სითხე გამოგდით. ნუ შეგეშინდებათ, მკერდი ძუძუთი კვებისთვის ემზადება.
ამ პერიოდიდან დაწყებული საშვილოსნო
ყოველ კვირაში 1 სმ-ით იზრდება. გამოკვლევის დროს ექიმი შეგიმოწმებთ ნაყოფის მდგომარეობასაც და საშვილოსნოს ზომასაც.

რას ჰგავს პატარა მეოცე კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა ქოქოსის ხელაა, მაგრამ მასში მნიშვნელოვანი გარდატეხა იწყება, ის პირველად გაახელს თვალებს. აგრეთვე უყალიბდება თმის ფოლეკულები, ცხიმოვანი უჯრედები. ამ პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს პატარა ძილში ატარებს. ხოლო გამოღვიძებული აქტიურდება და ამას რტყმევის სიხშირითაც მიხვდებით. მოძრაობით ნაყოფი იძლიერებს კუნთებს, ტვინს, სწავლობს კოორდინირებულ მოძრაობას, იძლიერებს გულის კუნთსა
და სისხლძარღვებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ნაყოფი დღე-ღამის განმავლობაში არ აქტიურობს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

რას გრძნობთ ფეხმძიმობის მეოცე კვირაში?

მუცელი გაზრდას აგრძელებს, რასაც კანის გაჭიმვა მოჰყვება. ამას ქავილითაც მიხვდებით და კანის გაჭიმვითაც. სპეციალისტების რჩევით, სტრიების საწინააღმდეგო ნატურალური კრემებისა და ზეთების გამოყენება ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოთ. თუმცა, მემკვიდრეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, კრემებისა და ზეთების გამოყენება-არგამოყენება მხოლოდ თქვენი საქმეა.
მომავალმა დედამ ღამის ან დილის ძილის დროს შეიძლება ფეხის ძლიერი დაჭიმვა (კრუნჩხვა) იგრძნოს, რაც ზოგიერთი ვიტამინისა და მიკროელემენტის ნაკლებობაზე მიუთითებს. დაჭიმვის (კრუნჩხვის) შესახებ აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, რათა ვიტამინები და პრეპარატები დაგინიშნოთ, აგრეთვე, გირჩევთ, რომელი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ რაციონი.

მეოცე კვირის რჩევა
საშვილოსნოს გაზრდა ნაღვლის ბუშტის დეფორმაციას იწვევს. რაც ნაღველის გადმოდინებას უშლის ხელს. თუ მარჯვენა მხარეს სიმძიმეს გრძნობთ, რაციონიდან გამორიცხეთ: შოკოლადი, შებოლილი, შემწვარი, მწარე და მარინადი პროდუქტები. ეცადეთ მარცხენა მხარეს დაიძინოთ და არ ისადილოთ ძილის წინ. აგრეთვე, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ, დღის რეჟიმში ჩართეთ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა (ცურვა, იოგა და ა.შ.).






9742
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```