ფეხმძიმობის ოცდამეერთე კვირა
თუ ადრე წონაში მომატების ნორმა 200-250 გრამი იყო, ახლა 450 გრამზე მეტი არ უნდა იყოს.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ლოტოსი:
პატარას წონაა:
300 გრამი;
პატარას სიგრძეა:
18-20 სმ.
ყურადღება გმართებთ კვების მიმართ. ბავშვის დაბადების შემდეგ მშობიარობამდელი ფორმების დაბრუნება გაგიჭირდებათ. ჩაეწერეთ მომავალი მშობლების კურსებზე.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეერთე კვირაში?
შედარებით მშვიდი პერიოდი დაგიდგათ. არაფერი გადარდებთ. გარეგნული იერი მხოლოდ გახარებთ და სიამოვნებას განიჭებთ. თუ ექიმის რეკომენდაციებს ითვალისწინებთ, თქვენი თმა, ფრჩხილები და კანი იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს, განწყობა _ შესანიშნავი უნდა გქონდეთ.
რას ჰგავს პატარა მეოცე კვირის ფეხმძიმობისას?
ლოტოსის ყვავილს ჰგავს. უკვე 18-20 სმ-მდე გაიზარდა და 300 გრამს იწონის. თუმცა, ოცდამეერთე კვირიდან ზრდას ისევე ინტენსიურად გააგრძელებს. ამ პერიოდისთვის პატარას ჩამოყალიბებული აქვს საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემა. დედის ორგანიზმიდან იღებს ზრდისა და განვითარებისთვის ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას.
პატარა ძალიან მგრძნობიარე ხდება დედის განწყობისადმი. ამიტომ, ეცადეთ, დადებითად განეწყოთ. კეთილი ემოციებით დაიმუხტეთ. დაიცავით თავი სტრესებისა და მოწყენილობისგან. თუ ღამ-ღამობთ პატარა ვერ ისვენებს, შეიცვალეთ პოზა, ნაზად მოეფერეთ მუცელზე, უმღერეთ. დაგვიჯერეთ, პატარას ასე მოეწონება და დამშვიდდება.
რას გრძნობთ ფეხმძიმობის ოცდამეერთე კვირაში?
გახშირებულია გულძმარვა. მისგან გათავისუფლდებით, თუ კვებას გაიუმჯობესებთ და ტუტოვან მინერალურ წყალს დალევთ.
საშვილოსნო მშობიარობისთვის ემზადება და შეიძლება უჩვეულო შეგრძნებამ შეგაწუხოთ. ამ მოვლენას ბრექსტონ-ჰიგსის შეტევა ჰქვია. მან დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ, მაგრამ თუ უჩვეულოდ გრძნობთ თავს, მკურნალ ექიმს დაელაპარაკეთ.
ოცდამეერთე კვირის რჩევა
აკონტროლეთ არტერიული წნევა. მაღალიც და დაბალიც მკურნალ ექიმთან განიხილეთ. ზოგადად, მაღალი არტერიული წნევა _ გვიანი ტოქსიკოზის სიმპტომია.