mshoblebi
ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირა
სწორედ ახლა, ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირაში თქვენი გემოვნური ცვლილებები გაგაოცებთ.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
სიმინდის ტარო:
პატარას წონაა:
400 გრამი;
პატარას სიგრძეა:
23 სმ.

თუ ადრე ფეხმძიმეების ახირებებს დასცინოდით, დააკვირდით საკუთარ თავს. ნაყინის შემდეგ შეიძლება პომიდვრის მარინადი მოგინდეთ.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირაში?
ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირაში ორგანიზმში სისხლის რაოდენობა იმატებს. ამის გამო სისხლი თხელდება, რასაც ანალიზიც აჩვენებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში
ჰემოგლობინის დონემ შეიძლება დაიწიოს. რაც შეიძლება ფეხმძიმეში ფიზიოლოგიური ანემიის მიზეზი გახდეს. რაშია საშიშროება? თქვენს მუცელში არსებულმა პატარამ შეიძლება ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღოს, რაც მის მომავალ ზრდა-განვითარებაზე იქონიებს გავლენას. ასე რომ არ მოხდეს, გაამდიდრეთ რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით, მოერიდეთ სტრესს და ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

რას ჰგავს პატარა ოცდამეორე კვირის ფეხმძიმობისას?
22 კვირის პატარა აგრძელებს ზრდასა და განითარებას, უკვე სიმინდის ტარომდე გაიზარდა. თითქმის ყველა შინაგანი ორგანო, ღვიძლის კი, ჩაერთო მუშაობაში. პატარას თავზე პირველი ღინღლი ამოსდის. გაეზარდა წარბები და წამწამები. ამ პერიოდისთვის პატარას უკვე კარგად ესმის და ხმებზეც რეაგირებს. არჩევს დედის ხმას, მისთვის სასიამოვნო მუსიკას.

რას გრძნობთ შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეორე კვირაში?
სიარული
ცოტათი გიმძიმდებათ. ცოტათი მოუქნელი ხდებით. მიზეზი წამოზრდილი მუცელია. რას იზამთ? უნდა შეეგუოთ.
ამ პერიოდში შეიძლება ბუასილის პრობლემები შეგექმნათ. მისგან თავი რომ დაიცვათ, მეტი სითხე სვით. მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები.

ოცდამეორე კვირის რჩევა
ჰორმონალური ცვლილებების გამო არტერიული წნევა `ცელქობს~. რამაც შეიძლება თავის ტკივილები გამოიწვიოს. თუ მიგრენი გაგიხშირდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს. უმჯობესია თავის ტკივილი აკუპრესურით (წარბებს შორის დიდი თითი დაიდეთ და წრიულად დაიტრიალეთ) ან ლავანდის არომათეროპიით მოირჩინოთ.





9869
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?