mshoblebi

ფეხმძიმობის ოცდამესამე კვირა
ფეხმძიმობის ოცდამესამე კვირაში მომავალი დედები ამჩნევენ, რომ თმა გაუძლიერდათ და ბზინვარებაც მოემატათ; კანი კი გადატკეცილი გახდა. ამის მიზეზი ის ჰორმონებია, რომლებიც ადრე ტოქსიკოზს იწვევდნენ.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ყაბაყი:
პატარას წონაა:
450 გრამი;
პატარას სიგრძეა:
25 სმ.


რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამესამე კვირაში?
ამ პერიოდში დარწმუნდებით, რომ ფეხმძიმეს გემოვნური მიდრეკილებები სწრაფად ეცვლება. მაგალითად, თუ ადრე შოკოლადს აღმერთებდით, დღეს შეიძლება მას ზურგი შეაქციოთ.
ასევე მოექცეთ სხვა არასასურველ პროდუქტებსაც. შეიძლება რძე შეგზიზღდეთ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს პატარას კალციუმი სჭირდება და თუ რძის დალევაზე უარს ამბობთ, მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო და ყველი უნდა მიირთვათ.

რას ჰგავს პატარა ოცდამესამე კვირის ფეხმძიმობისას?
გარეგნულად თქვენი პატარა ადამიანს ჰგავს, ოღონდ სახე ნაოჭებით აქვს დაფარული. და ბებერს მოგაგონებთ. ეს იმის გამოა ასე, რომ კანი ძალიან თხელი აქვს, კანქვეშა ცხიმი კი _ არასაკმარისი. შეგრძნებები უვითარდება. თუ შემთხვევით საკუთარ თავს შეეხო, ეძებს, ვინ იყო ეს. ეს კარგი თვისებაა. დაბადების შემდეგ, ბუნებრივ კვებაზე ყოფნისას, სწრაფად მოძებნის ძუძუს.

რას გრძნობთ ფეხმძიმობის ოცდ
ამესამე კვირაში?

საშვილოსნო ისევ აგრძელებს შარდის ბუშტზე ზეწოლას, რის გამოც ტუალეტში `პატარაზე~ სირბილი გახშირდება. აგრეთვე, ამ პერიოდში შეიძლება შეგაწუხოთ შეშუპებამ. თუ გამოძინების შემდეგ შეშუპება უკვალოდ ქრება, ნერვიულობა არ ღირს, თუ არა, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.

ოცდამესამე კვირის რჩევა
თუ ადრე აქტიური იყავით, ახლა ტემპი უნდა შეამციროთ. მოვალეობების ნაწილი ახლობლებს, ოჯახის წევრებს გაუნაწილეთ. ფეხმძიმეს დახმარებაზე უარს არავინ ეტყვის.






8315
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```