ფეხმძიმობის ოცდამეოთხე კვირა
პატარა იზრდება და საკუთარ თავს გახშირებული დარტყმებით გახსენებთ. თუმცა, შეიძლება უსიამოვნო შეგრძნებები გაგიხშირდეთ კუჭისა და შარდის ბუშტის ზონაში. დაღლილად გრძნობდეთ თავს.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ყურძნის მტევანი:
პატარას წონაა:
500 გრამი;
პატარას სიგრძეა:
30 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეოთხე კვირაში?
მუცელი დღითი დღე იზრდება და ხერხემალს აწვება. თუ მომავალმა დედამ ფეხმძიმობისას ვარჯიშს თავი არ დაანება, ფეხმძიმობის ოცდამეოთხე კვირიდან თავს უნდა გაუფრთხილდეს და წელსა და ზურგზე დაწოლაც შეამციროს. საშვილოსნოს დაწოლამ შინაგან ორგანოებზე შეიძლება ქოშინი გამოიწვიოს ფიზიკური დატვირთვის დროს.
რას ჰგავს პატარა ოცდამეოთხე კვირის ფეხმძიმობისას?
ამ კვირაში თქვენმა პატარამ წონაში თითქმის 80 გრამი და სიგრძეში 3-5 სმ მოიმატა. პატარა სუნთქვას სწავლობს.
რას გრძნობთ ფეხმძიმობის ოცდამეოთხე კვირაში?
თქვენს საშვილოსნოში დაახლოებით 600 მლ წყალია. რაც ეხმარება ნაყოფს სწრაფ მოძრაობაში და იცავს მას ტრავმისგან. ნაყოფის გარშემო არსებული წყალი მუდმივად იფილტრება. გარდა ამისა, წყალი სამ საათში ერთხელ იცვლება. თუ წყალი შეცოტავდება, პატარას შეიძლება ჰიპოქსია დაემართოს.
ფეხმძიმობის ოცდამეოთხე კვირაში დედები აღნიშნავენ, რომ ჭიპი გამოებურთათ. ნუ შეგეშინდებათ, მშობიარობის შემდეგ ის თავის ადგილს დაუბრუნდება. სხვათა შორის, გამობურცული ჭიპი ყველას არ აღენიშნება.
ოცდამეოთხე კვირის რჩევა
მომავალი დედა ფრთხილი გახდა, ძილი დაერღვა. აი, რამდენიმე რჩევა, რაც ვითარებას შეგიმსუბუქებთ.
ნუ დანაყრდებით ძილის წინ. გულძმარვის თავიდან ასაცილებლად დალიეთ გვირილის ან პიტნის ჩაი.
მოხერხებული ძილისთვის გამოიყენეთ საშუალო ზომის ბალიში. რომელსაც სურვილის მიხედვით მუცლის ქვეშ ან ფეხებშუა დაიდებთ.
ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ საძინებელი და თავადაც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
დაბოლოს, ნუ დაივიწყებთ დასვენებას დღის განმავლობაში. ხშირად უძილობის მიზეზი გადაღლილობა ხდება.