ფეხმძიმობის ოცდამეხუთე კვირა გაფრთხილებთ, რომ აღარ ინერვიულოთ წვრილმანებზე და მოემზადოთ მშობიარობისთვის.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ბადრიჯანი:
პატარას წონაა:
700 გრამი;
პატარას სიგრძეა:
33 სმ.
კარგი იქნებოდა ჩაწერილიყავით იოგის კურსზე ფეხმძიმეებისთვის, სადაც გასწავლიან მოდუნებას და სწორ სუნთქვას. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ უკვე სამშობიაროს შეარჩევთ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეხუთე კვირაში?
მომავალ დედას წონაში საშუალოდ 6-7 კილო უნდა ჰქონდეს მომატებული. ანუ, მშობიარობამდე კიდევ ხუთ კილოზე მეტის მომატების უფლება გაქვთ. საშვილოსნო ფრენბურთის ბურთის ზომისაა. კარგად ისმის პატარას გულისცემა. შემოწმებისას ექიმი გულისცემით დაადგენს პატარას მდგომარეობას საშვილოსნოში (ნორმის თანახმად, ის თავით ქვევით უნდა იყოს განლაგებული). თუ ჯერ ასე არ მომხდარა, სანერვიულო არაფერია, პატარას კიდევ აქვს დრო, რომ სწორი პოზა დაიკაოს.
საკუთარ თავის შეთვალიერებისას შეიძლება კაპილარების პრობლემა - ვენების ვარიკოზული გაგანიერება - შეამჩნიოთ. იმისათვის, რომ ამ პრობლემას განვითარებაში ხელი შეუშალოთ, ატარეთ კომპრესიული თეთრეული, აკონტროლეთ მუშაობისა და დასვენების დრო. ნუ მისცემთ სისხლს ფეხებში ჩაგუბების საშუალებას, ხშირად შეიცვალეთ პოზა და ნურც ფეხების კომტრასტულ შხაპს დაივიწყებთ.
რას ჰგავს პატარა ოცდამეხუთე კვირის ფეხმძიმობისას?
პატარა აქტიურად განაგრძობს ზრდას. უკვე 33 სმ-მდე გაიზარდა და 700 გრამს იწონის. სულ უფრო მეტი ცხიმი უგროვდება კანქვეშ. უკვე ლოყები გამოეკვეთა და ხელებსა და ფეხებზე ნაკეცები გაუჩნდა. თითქმის ჩამოყალიბებულია ყურის ნიჟარა. სხვათა შორის, ხრტილის სიმკვრივით განისაზღვრება ნაყოფის განვითარების პერიოდი.
გულისცემა წუთში 140-150 დარტყმას უდრის. თუ მეუღლის გაოცება გსურთ. ყური მოგადოთ მუცელზე. აბსოლუტურ სიჩუმეში პატარას გულისცემას გაიგონებს.
სწორედ ოცდამეხუთე კვირაში ირკვევა თქვენი პატარა ცაცია იქნება თუ მემარჯვენე.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეხუთე კვირაში?
მუცელი გეზრდებათ და თქვენც ლამაზდებით. გააგრძელეთ კანსა და თმაზე ზრუნვა. თუმცა, თუ თმის შეღებვას აპირებთ, არ გირჩევთ. `ჰორმონალური შტურმი" ნატურალური საღებავის გამოყენების შემთხვევაშიც კი მოულოდნელ ეფექტს მოგიტანთ. უმჯობესია, ცოტა მოიცადოთ.
ოცდამეხუთე კვირის რჩევა
დროა, პატარისთვის `ბუდის" მოწყობაზე იზრუნოთ. შეარჩიეთ ბავშვისთვის ეტლი, საწოლი, უყიდეთ სამოსი. როგორც წესი, ასეთი ქმედებები მომავალ დედას უსაფუძვლო, უსიამოვნო შიშებისგან ათავისუფლებს.