mshoblebi


ფეხმძიმობის ოცდამეშვიდე კვირა
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
საშუალო ზომის ნესვი:
პატარას წონაა:
1 კილოგრამი;

პატარას სიგრძეა:
35-36 სმ.

ფეხმძიმობის ოცდამეშვიდე კვირა დაგიდგათ. გილოცავთ!. ფეხმძიმობის მესამე ფაზაში გადახვედით ცულ ცოტაც და თქვენი პატარა დაიბადება. ეს ორსულობის მეშვიდე თვის დასაწყისია.


რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეშვიდე კვირაში?
უკვე 9 კილო უნდა გქონდეთ მომატებული. თუ მეტი გაქვთ, მოთოკეთ მადა: არაა საჭირო ორი ადამიანის სამყოფი ულუფის ჭამა, როგორც ამას ბებიები
გვირჩევენ. მიირთვით მცირე, სასარგებლო საკვები და ხშირად.
საშვილოსნომ თითქმის ნეკნებამდე აიწია, აწვება შინაგან ორგანოებს, რაც დისკომფორტს და ტკივილს იწვევს. შეიძლება გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ყაბზობა, შარდვის სურვილი გახშირდეს.
თუ შემოწმებისას ექიმმა გითხრათ, რომ თქვენი პატარა თავით დაბლა არ შეტრიალებულა, ჯერ ნუ ინერვიულებთ, პოზის შესაცვლელად დრო საკმარისად აქვს. შეიძლება ვარჯიშის სპეციალური კომპლექსი დაგინიშნოთ, რომელიც პატარას სწორი მიმართულების მიცემაში დაეხმარება. ექიმის რეკომენდაციას სკეპტიკურად ნუ მიუდგებით, იგი ამართლებს.

რას ჰგავს პატარა ოცდამეშვიდე კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა უკვე 1 კილოგრამს იწონის. 33-36 სმ-მდე გაიზარდა. გრძელდება ფილტვების განვითარება, მაგრამ ამ პერიოდისთვისაც კი იგი სრულიად მუშაობს და თუ პატარა 7 თვის ასაკში გადაწყვეტს დაბადებას, არც ამაში შეეშლება ხელი.
თუ პატარას
ულტრაბგერის საშუალებით დააკვირდებით, შეატყობთ, რომ უმეტეს დროს (დაახლოებით ოც საათს) იგი ძილში ატარებს. ექიმები ამტკიცებენ, რომ იგი სიზმრებს ხედავს.

როგორია შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეშვიდე კვირაში?
პატარას უკვე ადგილი აღარ ჰყოფნის. ასე, რომ მის მოძრაობას უფრო მკვეთრად შეამჩნევთ. ეს ზოგჯერ მტკივნეულიც შეიძლება იყოს. რაც უფრო ახლოვდება მშობიარობა მით მძაფრდება შიში. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გაესაუბრეთ დედას, მეუღლეს. გახსოვდეთ, პატარა გრძნობს თქვენს ემოციებს, თქვენ კი მხოლოდ ბედნიერებისა და სიხარულის განცდა უნდა გქონდეთ.

ოცდამეშვიდე კვირის რჩევა
თუ საშუალება გაქვთ დეკრეტული შვებულება ადრევე აიღოთ, ისარგებლეთ ამ შანსით. ცუდ განწყობას შეიძლება სწორად შერჩეული მენიუთი უშველოთ. ამოიღეთ რაციონიდან ნახშირწყლების უმეტესობა და გაამდიდრეთ თუთიით (მზესუმზირა, თხილი, კვერცხი, დაღერღილმარცვლიანი პური) მდიდარი პროდუქტები.





10673
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```