mshoblebi

ფეხმძიმობის ოცდამერვე კვირა
ოცდამერვე კვირაში მომავალი დედების უმეტესობა დასვენებაზე ფიქრობს. როგორი მშვიდი ფეხმძიმობაც არ უნდა გქონდეთ, წამოზრდილი მუცელი მაინც დისკომფორტს გიქმნით.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ყვავილოვანი კომბოსტო:
პატარას წონაა:
1 კილოგრამი;
პატარას სიგრძეა:
36 სმ.



რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამერვე კვირაში?
საშვილოსნო ჭიპიდან 8 სმ-ზე მაღლაა აწეული. ოცდამერვე კვირიდან დაწყებული ქალთა კონსულტაციას ორ კვირაში ერთხელ უნდა ესტუმროთ, ან უფრო ხშირადაც. რაც უფრო ახლოვდება მშობიარობა, მით
ურთულდებათ მუშაობა თირკმლებსა და ღვიძლს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ექიმი გირჩევთ, შეამციროთ სითხის რაოდენობა.

რას გრძნობს პატარა ოცდამერვე კვირის ფეხმძიმობისას?
1000 გრამზე ცოტათი მეტს იწონის და სიგრძეში 36 სმ-ია. მომავალი ადამიანის მთავარი მიღწევა ტვინზე ხვეულების წარმოქმნაა. ამ პერიოდიდან მუქკანიან პატარებს თმაში პიგმენტი უყალიბდებათ. ამიტომ, თავზე თმის ფერი უმუქდებათ.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამერვე კვირაში?
მომავალი დედა შვილის "ბუდის" მოწყობაზე ფიქრობს. შეიძლება რემონტის გაკეთების ან ავეჯის გადაადგილების სურვილი გაგიჩნდეთ. თუმცა, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეთ, მარტო ნუ გააკეთებთ. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ფიზიკურ გადაღლას.
ექიმის გირჩევთ, მოერიდოთ ისეთი საქმეების შესრულებას, რომლის დროსაც ხელები მაღლა უნდა გქონდეთ აწეული (მაგალითად, ფარდების ჩამოხსნა-დაკიდება). ამ პოზამ შეიძლება მშობიარობის დაჩქარება გამოიწვიოს.

ოცდამერვე კვირის რჩევა

მანძილის დიდი მონაკვეთი უკან მოიტოვეთ. მშობიარობის ძალიან ნუ გეშინიათ, შეგიძლიათ ფსიქოლოგთან ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. მასთან საუბარი შიშებს გაგიქარვებთ.
თუ რეზუს-უარყოფითი ხართ, ექიმმა შეიძლება სისხლის დამატებითი ანალიზის ჩაბარება დაგინიშნოთ. ეს გაგარკვევთ, რეზუს-კონფლიქტი ხომ არ წარმოიშვება დედასა და პატარას შორის.





8928
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?