ოცდამეათე კვირა მომავალი დედის დეკრეტული შვებულების დასაწყისი უნდა გახდეს. საშუალება მოგეცემათ დაისვენოთ, მეტი დრო გაატაროთ ახლობლების გარემოცვაში.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
მოზრდილი გრეიპფრუტი:
პატარას წონაა:
1 კილო და 300 გრამი;
პატარას სიგრძეა:
37 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეათე კვირაში?
მუცელი ზომაში გეზრდებათ, რაც სიმძიმის ცენტრზეც მოქმედებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ზურგს. როგორც წესი, ამ პერიოდში ზურგის ტკივილი მომავალი დედების 50 პროცენტს აწუხებს. ეცადეთ, დიდხანს არ იდგეთ ფეხზე. მაგრამ, თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, მაქსიმალურად მოსახერხებელი პოზა შეარჩიეთ.
რას გრძნობს პატარა ოცდამეათე კვირის ფეხმძიმობისას?
ამ კვირაში პატარამ წონაში 100 გრამი, სიგრძეში კი 1 სმ მოიმატა. ის თითქმის ისეთი გახდა, როგორსაც მშობიარობის შემდეგ დაინახავთ. სისხლძარღვები კანის ქვეშ აღარ ჩანს, თავზე თმა ამოუვიდა, სხეულის პროპორცია ახალშობილის პროპორციას შეესაბამება. ახლა ის აქტიურად ემზადება სამყაროსთან შესახვედრად; - პირველი დამოუკიდებელი ჩასუნთქვისთვის და ულტრაბგერითი დაკვირვების დროს დაინახავთ, როგორ ავარჯიშებს მკერდის კუნთებს, აფართოებს სასუნთქ გზებს.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეათე კვირაში?
შეამჩნევთ, რომ პატარა უფრო ხშირად გიშლით დაძინებაში ხელს. მუდმივად ტრიალებს და ირტყმევინება. ამ მოვლენას მარტივი ახსნა აქვს: პატარას დღის მანძილზე სძინავს, რადგან, თქვენი მოძრაობის დროს ირწევა და იძინებს, ხოლო ღამე, როცა თქვენ მშვიდად ხართ, აქტიურობის ფაზა ეწყება.
გაზრდილი საშვილოსნო კვლავაც აწვება შინაგან ორგანოებს. რის გამოც შეიძლება მათი შევიწროება გამოიწვიოს. მაგალითად, გული შეიძლება გვერდზე გადაწვეს. რაც შეიძლება ქოშინისა და სუნთქვის გართულების მიზეზად იქცეს.
აგრეთვე, ხშირდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ზედმეტ ოფლიანობას და მგრძნობიარობას იწვევს გარშემო არსებული ტემპერატურის მიმართ.
ოცდამეცხრე კვირის რჩევა
ამ პერიოდში სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ სიფილისზე, В ჰეპატიტსა და აივ. ინფექციაზე. აგრეთვე, მესამე გეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევის დრო დაგიდგათ. თუ მეუღლესთან ერთად პარტნიორულ მშობიარობაზე შეთანხმდით, გაარკვიეთ, რომელი ანალიზები უნდა ჩააბაროს თქვენმა ქმარმა.