mshoblebi


ფეხმძიმობის ოცდამეთოთხმეტე კვირა
ფეხმძიმობის ოცდამეთოთხმეტე კვირა ეს ის პერიოდია, როცა ქალი ყურადღებით უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
კომბოსტო:
პატარას წონაა:
2 კილო და 200 გრამი;
პატარას სიგრძეა:
44 სმ.


სპეციალიტები გირჩევენ, სამშობიაროში წარსადგენი საბუთები მუდამ თან გქონდეთ. არავინ იცის, როდის გადაწყვეტს თქვენი პატარა დაბადებას.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთოთხმეტე კვირაში?
ამ პერიოდში მომავალი დედის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები აჩქარებულია. ამიტომ, ექიმმა
შეიძლება რაციონის გაზრდა შემოგთავაზოთ. საშუალოდ, ამ პერიოდისთვის 11 კილო უნდა გქონდეთ მომატებული.
საშვილოსნო 500-ჯერ გაიზარდა და 10-ჯერ დამძიმდა. გარდა ამისა, ამ პერიოდისთვის მაქსიმალურად მომატებულია ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობა: თითქმის 1 ლიტრი. ის ნელ-ნელა დაიკლებს, რათა პატარას მუცელში მეტი ადგილი გამოუჩნდეს.

როგორ იცვლება პატარა ოცდამეთოთხმეტე კვირის ფეხმძიმობისას?
პატარამ კიდევ მოიმატა წონაში. ის უკვე სიმჭიდროვეს გრძნობს თქვენს მუცელში. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მის მოძრაობებს უფრო მკვეთრად გრძნობთ. პატარას კანი ისეთი წითელი აღარაა, როგორც ადრე, კაპილარებიც თითქმის აღარ ეტყობა. ღინღილი, რომელითაც პატარას სხეული იყო
დაფარული თითქმის მოსცილდა.
თუ პატარა ფეხმძიმობის ოცდამეთოთხმეტე კვირაში გადაწყვეტდა დაბადებას, მას სპეციალური მოვლა არ დასჭირდებოდა, ამ პერიოდის პატარას დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვაც და ძუძუთი კვებაც.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთოთხმეტე კვირაში?
იგრძნობა უსიამოვნო შეგრძნება წელის არეში. ტკივილის დასაამებლად შემდეგი ვარჯიშს გირჩევთ: სწორად დადექით, ხელები გვერდებზე შემოიწყვეთ და წელის წრიული მოძრაობები გააკეთეთ. ჯერ 5-7 ბრუნი საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ ამდენივე მეორე მხარეს.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ სარძევე ჯირკვლები ისევ გაგეზარდათ. მათი რძის შევსება მიმდინარეობს. ნუ გაგიკვირდებათ თუ კერტებიდან სითხის გამოდენას შეამჩნევთ.

ოცდამეთოთხმეტე კვირის რჩევა
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პატარებს კარგად ახსოვთ ის ლექსები და სიმღერები, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში ესმოდათ. დაბადების შემდეგ მათი მოსმენისას სცნობენ და მშვიდდებიან. ამიტომ, წაუკითხეთ პატარას ლექსები, უმღერეთ. ეს მომავლისთვის გამოგადგებათ.






18685
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```