ფეხმძიმობის ოცდამეცხრამეტე კვირა
თუ ბავშვის დაბადების სასიხარულო მომენტი ჯერ არ დამდგარა, ამ კვირაში მას ყოველდღიურად უნდა ელოდოთ. ამ კვირის თქვენი მთავარი მისიაა, ხშირად დაისვენოთ. მოადუნოთ საშვილოსნოს მუსკულატურა. თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
საზამთრო:
პატარას წონაა:
3300-3500 გრამი;
პატარას სიგრძეა:
51-52 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეცხრამეტე კვირაში?
ოცდამეცხრამეტე კვირაში ისეთი შეგრძნება შეგექმნებათ. რომ მშობიარობა ყოველ დღეს შეიძლება დაგეწყოთ. მართლაც, მისთვის ყოველწუთიერად უნდა იყოთ მზად. ამ კვირაში განწყობის ცვალებადობა გელით: ხან მოსალოდნელი მშობიარობის გამო შიში შეგიპყრობთ, ხან გაგეცინებათ და გამხიარულდებით. ამის მიზეზი ჰორმონების ბობოქრობაა.
სულ უფრო იკლებს ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობა, პლაცენტა სულ უფრო თხელდება. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენს პატარას საფრთხე არ ემუქრება, გაიკეთეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა.
როგორ იცვლება პატარა ოცდამეცხრამეტე კვირის ფეხმძიმობისას?
თქვენი პატარა ბოლომდე ჩამოყალიბებული ბავშვია. მისი თავი კვლავინდებურად დიდია, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, სამშობიარო გზას ის იდეალურად გაივლის. პატარას თავის ქალა შედარებით რბილი ქსოვილისგან შედგება, რაც მოძრაობაში ხელს არ შეუშლის. მშობიარობის შემდეგ ზოგიერთი პატარას თავი მცირედით დეფორმირებულია, მაგრამ ეს ნორმალურია. დროის გასვლის შემდეგ ძვლები თავს ადგილზე დადგებიან და თავის ქალა მომრგვალებულ ფორმას მიიღებს.
ამ კვირაში პატარას კუჭში გამოიყოფა ფერმენტი, რომელიც მომავალში მიღებული საკვების გადამუშავებას შეუწყობს ხელს.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეცხრამეტე კვირაში?
ახალი შეგრძნებები არ მოგემატებათ. ისევ შეგაწუხებთ ცრუ სამშობიარო შეტევები. თუმცა, შეიძლება რეალური სამშობიარო ტკივილიც დაგეწყოთ: მუცლის ქვედა ზონაში ტკივილით (ინტერვალებით), სისხლიანი გამონადენითა და წყლების დაღვრით.
ოცდამეცხრამეტე კვირის რჩევა
ამ კვირის დადგომამდე უნდა მოაგვაროთ ყველა საშინაო საქმე: რემონტი საბავშვო ოთახში, მისი მოწყობა, საყიდლები. სამშობიაროში წარსადგენი ყველა დოკუმენტი თან იქონიეთ. აგრეთვე, მობილურიც. ახლობლებს ჩამოუწერეთ იმ საქმეების სია, რომლებიც თქვენი სამშობიაროში ყოფნის დროს უნდა შეასრულონ.