mshoblebi


ფეხმძიმობის ორმოცდამეერთე კვირა
თუ თქვენი პატარა ჯერ არ დაბადებულა, ე.ი. იგი თავს კომფორტულად გრძნობს თქვენს მუცელში. მასთან შეხვედრამდე შეიძლება სულ რამდენიმე საათი გაშორებთ.


თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
სადღესასწაულო ღვეზელი;
პატარას წონაა:
3600-3800 გრამი;
პატარას სიგრძეა:
52-55 სმ.


რა ხდება ფეხმძიმობის ორმოცდამეერთე კვირაში?
ფეხმძიმობის ორმოცდამეერთე კვირაში პლაცენტა იმდენად დათხლებულია, რომ ვეღარ უზრუნვეჰყოფს პატარას მისთვის აუცილებელი კომპონენტებით. მას შეიძლება ჰიპოქსია დაეწყოს. ბავშვზე დაკვირვების მიზნით, ექიმმა შეიძლება
სამშობიაროში დაწოლა შემოგთავაზოთ. აგრეთვე, სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება, მათ შორის კარდიოტოკოგრაფიის, რაც ექიმს პატარას გულისცემას შეამოწმებაში დაეხმარება.

როგორ იცვლება პატარა ორმოცდამეერთე კვირის ფეხმძიმობისას?
ამ პერიოდისთვის პატარას ყველა ორგანო ფორმირებულია. ისიც მოუთმენლად ელის დედასთან შეხვედრას.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ორმოცდამეერთე კვირაში?
გვესმის, რომ მომავალი დედა მოლოდინით დაღლილია, მაგრამ ცოტაც უნდა მოითმინოთ. როგორც წესი, 42 კვირამდე მშობიარობა ბუნებრივად ითვლება.

ორმოცდამეერთე კვირის რჩევა
თუ ექიმი არ გირჩევთ, სამშობიაროში დაწოლას, კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ, რომ მეუღლეს რომანტიკული ვახშამი მოუწყოთ, შავი ღვინო და შოკოლადი მიირთვათ და სექსითაც დაკავდეთ. საიდუმლოს გაგიმხელთ: შავი ღვინო, შოკოლადი და სექსი მშობიარობს გამომწვევი ბუნებრივი მასტიმულერებლები არიან. მთავარია, ძალიან არ გაერთოთ!






4917
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```