mshoblebi
ფეხმძიმობის ორმოცდამეორე კვირა
თუ მშობიარობა ამ პერიოდამდე არ დადგა. ცოტათი უნდა აღელდეთ. მეან-გინეკოლოგი ამ კვირის ბოლომდე დაიცდის, მერე კი მშობიარობის ხელოვნურად დააჩქარებს.


თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
საზამთრო:
პატარას წონაა:
3800-4000 გრამი;
პატარას სიგრძეა:
54-56 სმ.

რა ხდება ფეხმძიმობის ორმოცდამეორე კვირაში?
ექიმი ყოველდღიურად შეგიმოწმებთ საშვილოსოს ყელს. ამით ის დაადგენს მშობიარობისთვის მზადყოფნას. თუ ის საკმარისად მორბილებული არაა, პრეპარატებით დააჩქარებს ამ პროცესს. თუ მშობიარობის მექანიზმი არ აამოქმედეს,
ქირურგიულ ჩარევას გადაწყვეტენ. პატარასთვის თქვენს მუცელში გაჩერება უკვე სახიფათოცაა.

როგორ იცვლება პატარა ორმოცდამეორე კვირის ფეხმძიმობისას?
ორმოცდამეორე კვირის პატარა საკმაოდ მოზრდილია და სამშობიარო გზის გავლა გაუჭირდება. ორმოცდამეერთე-ორმოცდამეორე კვირას დაბადებულ პატარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა, იმის ალბათობა, რომ პატარას თავის ქალა უკვე მომწიფდა და საშვილოსნოს ჩახევა გამოიწვიოს, დიდია. გარდა ამისა, ამ პერიოდში შეიძლება გამოყოფა დაიწყოს მეკონიუმმა (პატარას პირველადი განავალი), ის ნაყოფის გარშემო არსებულ სითხეს შეერიოს და პატარამ ჩაყლაპოს, რაც უარყოფითად აისახება მის სასუნთქ სისტემაზე. აგრეთვე, პლაცენტის გათხელებამ შეიძლება ნაყოფის ჰიპოქსია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ გირჩევენ ექიმები, რომ ფეხმძიმობის ორმოცდამეორე კვირაში მშობიარობის სტიმულაციას.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ორმოცდამეორე კვირაში?
ფინიშს უახლოვდებით. სულ რამდენიმე საათი, ან
წუთი და თქვენს მუცლის ბინადარს დაინახავთ. იმ შეგრძნების აღწერა, რასაც თქვენში ახალშობილის გულზე დაწვენა გამოიწვევს, შეუძლებელია. ეს არარეალური ბედნიერებაა! ამიტომ, მცირე მოთმინება გმართებთ, სულ ცოტა დარჩა.

ორმოცდამეორე კვირის რჩევა
მშობიარობის სტიმულირება შინაურ პირობებშიც შეიძლება. კარგია ფიზიკური დატვირთვა, ისეთი, როგორიც იატაკების ხელით მოწმენდაა, ცეკვა (ხტუნვისა და მკვეთრი მორაობების გარეშე), აგრეთვე, კიბეებზე სიარული.
იხილეთ ორსულობის ყველა კვირა დეტალურად



6791
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```