ბავშვთა კვება და სასარგებლო რჩევები
საუზმის იდეალური რაციონი ბავშვებისთვის
საუზმის იდეალური  რაციონი ბავშვებისთვის

ღამის ხანგრძლივი ძილის შემდეგ,  ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი და დაბალანსებული საუზმე.  გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური რაციონის სწორად შედგენა, თქვენი პატარის ენერგიული და რაც მთავარია ჯანმრთელი მომავლის გარანტი იქნება.

ბავშის დილის რაციონში აუცილებელი პროდუქტების სია იწყება მარცვლეულით. შვრიის, წიწიბურის, ბრინჯისა და სხვა ბურღულის ფაფების მონაცვლეობით მიღება,  ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებს, ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებასა და დღის განმავლობაში მიღებული საკვების უკეთ მონელებას.

მარცვლეულთან ერთად საუზმის საუკეთესო ინგრედიენტებია ხილი და კენკრა, მათი კომბინირება

შეგიძლიათ ფაფსთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ უმი ხილი ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული მოსანელებელია,  დილის რაციონში მისი ჩართვა იდეალურია წვენის სახითაც.

საუზმისთვის სასარგებლო პროდუქტების სიაშია კვერცხიც, იქნება ეს მოხარშული თუ ომლეტის სახით. კვერცხში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებასა და მახსოვრობის უნარის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, კალციუმითა და მინერალებით მდიდარი შემადგენლობის გამო, ისინი თქვენი პატარის საუზმის განუყრელი ინგრედიენტებია. რძე, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი - მათი  გამოყენება შეგიძლიათ როგორც პირდაპირი სახით, ასევე  ბურღულთან, კენრასთან, თაფლთან ან თუნდაც ჰაეროვან ოლადებთან ერთად.

ბურღულის შერჩევეისას აუცილებლად გაითვალისწინეთ  ისეთი ფაქტორები როგორიცაა დამუშავების ხარისხი, სასურველია, რომ მარცვლისგან დამზადბეულ ფანტელს მაქსიმალურად  ჰქონდეს შენარჩუნებული ყველა დადებითი თვისება. შეიძინეთ პროდუქტი ისეთ სარეალიზაციო ობიექტებზე, სადაც დაცულია შესაბამისი

შენახვის პირობები და სწორი ტემპერატურული რეჟიმი.  (ბავშვის კვებისთვის განკუთვილი ბურღულის შეძენა უმჯობესია აფთიაქებში).

ბრენდ მილინ პარასის 1928-ის ხაზში  წარმოდგენილია 13 სახეობის  ფაფა, მათ შორის ისეთი ბურღულის კომბინაცია, როგორიცაა ჭვავი, ქერი ხორბალი და შვრია. უმაღლესი ხარისხის ფინური ფაფები საუკეთესო არჩევანია მთელი ოჯახის, განსკაუთრებით კი ბავშვების  საუზმის რაციონისთვის.
2284
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?