დიეტისთვის აუცილებელია, ქატო კარგი ხარისხის იყოს ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი. ქატოს რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის ხორბლის, წიწიბურის, ბრინჯის და სხვა. სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით შვრიის ქატო გამოირჩევა, რომელიც ორგანიზმის გაწმენდისა და გაჯანსაღების იდეალური საშუალებაა.
მიუხედავად მარცვლოვანი კულტურების საკვებად გამოყენების ხანგრძლივი ტრადიციისა, ქატო აქტუალური მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა. დიეტოლოგებისა და ექიმების დადებითი შეფასებებისა და რეკომენდაციების შემდეგ, ეს პროდუქტი თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი კვების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად მოგვევლინა.
ქატო B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის აგროვებს კუჭ-ნაწლავში არსებულ „ნაგავს“ - ტოქსინებს, შლაკებს, ქოლესტერინს, მძიმე მეტალებს და მათ გარეთ გამოდევნის.
გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა.
შვრიის ქატოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 2 სუფრის კოვზს. მისი დამატება შეგიძლიათ სალათებში, კერძებში, დესერტებში, ნამცხვრებში და ა.შ. შეგიძლიათ გახსნათ კეფირში, მაწონში ან იოგურტშიც (გააჩერეთ 15 წუთით და მიირთვით). 2 კოვზი ქატო უნდა გადაანაწილდეს მთელ დღეზე. ქატოს სუფთა სახით მომზადება ხდება შემდეგი წესით: 1 ჩ/კ ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ გადაუწურეთ წყალი და მიიღეთ დარჩენილი ფაფისებური მასა.
ბაზარზე ყოველდღიურად უამრავი დასახელების ქატო შემოდის, თუმცა, მნიშვნელოვანია ქატოს მოხმარებამდე კარგად შეაფასოთ მისი ხარისხი და შემადგენლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მარცვლეულის საწარმოებში აქცენტი ყოველთვის მარცვლის შიგთავსის დამუშავებაზე კეთდება, მხოლოდ ერთეული ბრენდები გვთავაზობენ მრავალსაფეხურიანი დამუშავების პრინციპით შეფუთულ შვრიის ქატოს.
ქართულ ბაზარზე არსებული მწარმოებლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მილინ პარასის ბრენდი, 1928-ის ხაზით, რომელიც წარმოადგენს ფინური, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის პროდუქტს. უნიკალური, ბალანსირებული შემადგენლობით 1928-ის ქატო იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც ჯანსაღად კვება, ან დიეტური რაციონით წონაში კლება სურს. ცილოვან რაციონზე დაფუძნებულ დიეტებში, რეკომენდირებული სწორედ მილინ პარასის შვრიის ქატოს ჩართვაა.
1928-ის ქატო იდეალურია ფრანგი დიეტოლოგი პიერ დუკანის დიეტისთვის, რომელიც 2000 წელს გამოჩნდა და პოპულარობა მალე მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვანი დიეტაც” ეწოდა.
პიერ დუკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება:
პირველი ფაზა - შეტევა მეორე ფაზა - მონაცვლეობა ანუ კრუიზი მესამე ფაზა - განმტკიცება მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია
ოთხივე ფაზის განმავლობაში შვრიის ქატო არის აუცილებელი პროდუქტი. სწორედ ამიტომ, დიეტის დროს მიღებული ქატოს ხარისხს მაქსიმალური მნიშვნელობა აქვს. 1928-ის ხაზი არ შეიცავს დანამატებს, კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ მარცვლეულსა და სხვა არაჯანსაღ კომპონენტებს.
შეცვალეთ არსებული რაციონი ჯანსაღით, დაიწყეთ აქტიური ცხოვრება და მიაღწიეთ სასურველ შედეგს მილინ პარასის შვრიის ქატოსთან ერთად!