პროფესორი ინგა მამუჩიშვილი - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წლამდე ასაკის საბავშვო ფაფების შეძენისას - მშობლები

პროფესორი ინგა მამუჩიშვილი - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წლამდე ასაკის საბავშვო ფაფების შეძენისას

2018-09-06 19:00:05+04:00

როდესაც კოლოფს დახედავთ, ენდეთ მასზე არსებულ ტექსტს და არა სტიკერით დატანილ ინფორმაციას ინტერვიუში პროფესორი ინგა მამუჩიშვილი საუბრობს მომენტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წლამდე ასაკის საბავშვო ფაფების შეძენისას. ქალბატონი ინგა ხაზს უსვამს პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციის გაცნობის აუცილებლობას. მომხმარებელი უბჯობესია ენდოს უშუალოდ კოლოფზე არსებულ ტექსტს და არა სტიკერით დატანილ ინფორმაციას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება პროდუქტის შემადგენლობას.

პედიატრის განცხადებით, წლამდე ასაკის საბავშვო ფაფები რომ არ შეიცავს გმო-ს, ასევე პალმის ან რაფსის ზეთს, აუცილებლად მითითებული უნდა იყოს კოლოფზე.

altპალმის და რაფსის ზეთი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - რას გვირჩევს პროფესორი ინგა მამუჩიშვილი

პროფესორი მამუჩიშვილი ასევე საუბრობს პალმის ზეთსა და იმ შესაძლო გართულებებზე, რაც მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს. აღნიშნავს, რომ ბავშვთა კვებაში, პალმის და რაფსის ზეთის ნაცვლად, რეკომენდებულია გამოიყენებოდეს ნატურალური რძის ცხიმი, რომელიც წარმოადგენს ე.წ. „კარგ პალმიტატს“, რაც დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

altსაუკეთესო კვება თქვენი პატარისთვის