5 მითი დიეტის შესახებ - ის რაც უნდა ვიცოდეთ - მშობლები

5 მითი დიეტის შესახებ - ის რაც უნდა ვიცოდეთ

2018-09-07 08:07:21+04:00

დაპირებების მიღმა არის რეალური შედეგები, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში, ჭარბწონიანობის პრობლემის პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება ახალ-ახალი დიეტების რიცხვი, რომლებიც უმოკლეს პერიოდში, კილოგრამების დიდი ნაწილის მოშორებასა და იდეალური ფორმების მარტივად მიღწევას გვთავაზობს. თუმცა, ამ შთამბეჭდავი დაპირებების მიღმა არის რეალური შედეგები, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო ინფორმაცია.

გთავაზობთ დიეტებთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებს:

1. საჭმლის მონელება უფრო ეფექტურად მიმდინარეობს, თუ ერთ ჯერზე საკვების მხოლოდ ერთ სახეობას მივირთმევთ.

ნებისმიერი საკვების მიღების დროს, ორგანიზმში გამომუშავდება ფერმენტები, როგორც ცილების, ასევე ცხიმებისა და ნახშირწყელბის გადასამუშავებლადაც. ამავე დროს, პროდუქტების უმეტესობა თავისთავად შეიცავს ლიპიდებს, ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალებს, ვიტამინებს, საკვებ ბოჭკოს და ა.შ . ამიტომ, ნუ აიძულებთ თავს მიირთვათ ის კონკრეტული ერთი ტიპის საკვები, რომელიც არ მოგწონთ. დაბალანსებული რაციონი, სწორედ სხვადასხვა პროდუქტის კომბინაციას გულისხმობს.

2. მონოდიეტები სწრაფ და იდეალური შედეგს იძლევა

მონოდიეტა ერთ ან ორკომპონენტიანი დიეტაა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შეზღუდული სახეობის პროდუქტის მიღებას გულისხმობს ( წიწიბურის დიეტა, მაწვნის დიეტა და ა.შ). ასეთი დიეტების ხანგრძლივობა ძირითადად 4-დან 7 დღემდე გრძელდება, რომლის დროსაც ორგანიზმი კალორიების შემცირების ხარჯზე იკლებს. მონოდიეტები ორგანიზმისთვის სრულიად დაუბალანსებელ კვებას გულისხმობს, რადგან არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთდროულად შეიცავს ორგანიზმის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მონოდიეტების ხშირი დაცვა ამცირებს იმუნიტეტს და შედეგად იმატებს ქრონიკული დაავადებების რისკი. ხშირია შებერილობის, დიარეის და კუჭ-ნაწლავის სხვა დისფუნქციებიც. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის დიეტები ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ერთფეროვანი კვება შედეგად დეპრესიას, დაღლილობის მუდმივ შეგრძნებასა და რიგ შემთვევებში ნევროზსაც იწვევს.

3. უმარილო დიეტები კარგ შედეგთან ერთად სასარგებლოცაა

უმარილო დიეტები ორგანიზმიდან ინტენსიურად გამოდევნის ნატრიუმსა და წყალს. ამის ხარჯზე კი, ორგანიზმის მასა სწრაფად მცირდება. წყლის დაკარგვის ხარჯზე წონის კლება კი ყველაზე არაეფექტურია, რადგან დაკარგული კილოგრამები დიეტის დასრულებისთანავე მალევე ანაზღაურდება.

4. დაბალკალორიული დიეტები ყოველთვის ეფექტურია

ზედმეტად დაბალკალორიულმა დიეტებმა (დღე-ღამეში 600-900 კალორია) დასაწყისისთვის შესაძლოა მართლაც გამოიღოს საკმაოდ კარგი შედეგი, განსაკუთრებით ჭარბწონიანებში, მაგრამ, ამის პარალელურად, ძალიან ნელდება მეტაბოლიზმის პროცესი, ორგანიზმი დაკარგული წონის 30-50 % დიეტის დასრულებიდან 1 წელში ანაზღაურებს. გარდა ამისა, დაბალკალორიული დიეტის შთამბეჭდავ შედეგთან ერთად გაუფერულებული კანს, გარეგნობის გაურესებას და თმის ცვენასაც მიიღებთ.

5. გლუტენზე უარის თქმა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

თუ თქვენ ადამიანების იმ 1 %-ს არ მიეკუთვნებით, რომლებიც კვებითი დისფუქნციით, მათ შორის გლუტენის აუტანლობით იტანჯებიან, ის ვერ მოახდენს მნიშნელოვან გავლენას თქვენს ორგანიზმზე. კვლევებმა აჩვენა, რომ გლუტენის არასკმარისი რაოდენობით მიღება ენერგიის ნაკლებობასა და დღის განმავლობაში ორგანიზმის დაბალ აქტივობას იწვევს.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ მეცნიერული მიდგომით არც ერთ პოპულარულ დიეტას არ შეიძლება ეწოდოს დიეტა. ამ სიტყვის რეალური განმარტება სამედიცინო ენით - სწორად შედგენილ და დაბალანსებულ რაციონს გულსიხმობს. გაამდიდრეთ რაციონი ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საჭმლლის მონელებასა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს (ქატო, სხვადასხვა სახის ბურღული)

მიიღეთ საკმარისი ვიტამინები, მინერალები და სასარგებლო ნივთიერებები, დაკავდით აქტიური ცხოვრების წესით და უარი თქვით გაუაზრებელ დიეტურ ექსპერიმენტებზე!