დაპირებების მიღმა არის რეალური შედეგები, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო ინფორმაცია თანამედროვე სამყაროში, ჭარბწონიანობის პრობლემის პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება ახალ-ახალი დიეტების რიცხვი, რომლებიც უმოკლეს პერიოდში, კილოგრამების დიდი ნაწილის მოშორებასა და იდეალური ფორმების მარტივად მიღწევას გვთავაზობს. თუმცა, ამ შთამბეჭდავი დაპირებების მიღმა არის რეალური შედეგები, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გვქონდეს სათანადო ინფორმაცია.
გთავაზობთ დიეტებთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მითებს:
მონოდიეტა ერთ ან ორკომპონენტიანი დიეტაა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შეზღუდული სახეობის პროდუქტის მიღებას გულისხმობს ( წიწიბურის დიეტა, მაწვნის დიეტა და ა.შ). ასეთი დიეტების ხანგრძლივობა ძირითადად 4-დან 7 დღემდე გრძელდება, რომლის დროსაც ორგანიზმი კალორიების შემცირების ხარჯზე იკლებს. მონოდიეტები ორგანიზმისთვის სრულიად დაუბალანსებელ კვებას გულისხმობს, რადგან არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელიც ერთდროულად შეიცავს ორგანიზმის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. მონოდიეტების ხშირი დაცვა ამცირებს იმუნიტეტს და შედეგად იმატებს ქრონიკული დაავადებების რისკი. ხშირია შებერილობის, დიარეის და კუჭ-ნაწლავის სხვა დისფუნქციებიც. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის დიეტები ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, ერთფეროვანი კვება შედეგად დეპრესიას, დაღლილობის მუდმივ შეგრძნებასა და რიგ შემთვევებში ნევროზსაც იწვევს.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ მეცნიერული მიდგომით არც ერთ პოპულარულ დიეტას არ შეიძლება ეწოდოს დიეტა. ამ სიტყვის რეალური განმარტება სამედიცინო ენით - სწორად შედგენილ და დაბალანსებულ რაციონს გულსიხმობს. გაამდიდრეთ რაციონი ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საჭმლლის მონელებასა და ჯანსაღ მეტაბოლიზმს (ქატო, სხვადასხვა სახის ბურღული)
მიიღეთ საკმარისი ვიტამინები, მინერალები და სასარგებლო ნივთიერებები, დაკავდით აქტიური ცხოვრების წესით და უარი თქვით გაუაზრებელ დიეტურ ექსპერიმენტებზე!