5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი
5 ყველაზე კითხვადი თინეიჯერული წიგნი
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კომპიუტერების ეპოქაში ახალგაზრდების კითხვით დაინტერესება ძალიან რთულია. თუმცა დღეს ქართველი თინეიჯერები ნამდვილად კითხულობენ წიგნებს. ამის ნათელი მაგალითია გრძელი რიგები წიგნის მაღაზიებთან, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ Liberteens-ის დამსახურებაა. Liberteens-ი აერთიანებს ლიტერატურას, რომელსაც პროექტის მონაწილე თინეიჯერები თავად არჩევენ თავიანთი თანატოლებისთვის. პროექტის სლოგანიც სწორედ ეს არის: "შენი თაობის არჩევანი".
პროექტში შემავალი წიგნები მსოფლიოს ბესტსელერებად აღიარებული ნაწარმოებებია, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და გამოცემული. ეს წიგნები საქართველოშიც ისეთივე პოპულარული გახდა,
როგორც მთელ მსოფლიოში.
წარმოგიდგენთ Liberteens-ის პროექტის 5 წიგნს, რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ თინეიჯერებს შორის.

mshoblebi
1. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი"
ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. იგი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. მათ საკმაოდ რთული მისია აქვთ შესასრულებელი - უსასრულო, მოძრავი ლაბირინთიდან გასასვლელი უნდა იპოვონ. ამ ლაბირინთიდან ჯერ თავი არავის დაუღწევია.
mshoblebi
2. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"
წიგნში მოქმედება 1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში ხდება. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა.
9 წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცეტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს
ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

mshoblebi
3. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო"
15 წლის თინეიჯერი ჰარიეტ მანერსის საოცარი ამბავი, რომელიც ნამდვილი გიკია. როგორც გიკმა - ძველმოდურმა და ენთუზიასტმა - ბევრი რამ იცის, მაგრამ ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს, რატომ დასცინიან. მოახერხებს კი გიკი გოგო მომხიბვლელ ქალიშვილად იქცეს?

mshoblebi
4. ზოი საგის "ონლაინგოგო"
საოცარი თავგადასავალი რეალობას მოწყვეტილი ონლაინგოგოს შესახებ, რომელიც საკუთარ ემოციებს მხოლოდ ინტერნეტში, ბლოგზე წერს. თუმცა, როცა ყველაფერი რთულდება, მას რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება უწევს, სადაც, მისთვის მოულოდნელი, დიდი სიყვარული ელოდება.

mshoblebi
5. მიშელ ფალკოფის "Playlist-ის საიდუმლო"
წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, დანაკარგსა და დიდ ტკივილზე. შემს მეგობარი უკვდება, რომელიც მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილ სიმღერებს უტოვებს: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". სემმა დიდი საიდუმლო უნდა ამოხსნას. ეჭვმიტანილი ბევრია, დაწყებული ჰეიდენის მშობლებიდან, ძმიდან, თუ "შარიანი სამეულიდან", დამთავრებული ახალგაცნობილი უცნაური გოგონათი და რაც მთავარია, თავად სემით!
17537
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
```