პირველი ქართველი ფოტომოდელი, რომელიც აკაკი წერეთელს სარძლოდ მოსწონდა
პირველი ქართველი ფოტომოდელი, რომელიც აკაკი წერეთელს სარძლოდ მოსწონდა
ეროვნულ არქივში დაცულ ამ უნიკალურ ფოტოზე XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტომოდელი ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილია გამოსახული. სამეფო გვარის შთამომავალი რეკლამას უკეთებს იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს. ბაბო ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო. სხვათა შორის, მეტად განათლებული, ქველმოქმედი, მშვენიერი ბაბო მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან, მათ შორის აკაკი წერეთელთან, რომელსაც ბაბო თურმე სარძლოდაც კი უნდოდა.

ბაბოსა და აკაკის ერთადერთ ვაჟს, ალექსანდრეს კავშირი არ შედგა, რადგან  ქალს მხოლოდ ერთადერთი - მომხიბლავი დათა მიქელაძე უყვარდა. დათამ
სხვა ირჩია. ბაბო ცალად დარჩა და ამ სიყვარულმა მალე სამარეშიც ჩაიყვანა. (წაიკითხეთ სრულად)
როგორც ცნობილია, პირად ცხოვრებაში არც აკაკის ვაჟს, ალექსანდრეს გაუმართლა. მას ოჯახური იდილია არც ბავშვობაში ჰქონია და ისე გარდაიცვალა, არც ოჯახი შეუქმნია და არც მემკვიდრე ჰყოლია.

ცნობილია, რომ აკაკი წერეთლის მეუღლე, ნატალია ბაზილევსკაია პეტერბურგის მდიდარ საზოგადოებაში იყო გაზრდილი და ვერ შეეგუა საქართველოში ცხოვრებას. ამის გამო შვილთან ერთად მიატოვა საქართველო და პეტერბურგში დაბრუნდა. ალექსი მამის გარეშე გაიზარდა, ვერც ქართული ისწავლა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა დამსახურება მიუძღოდა მამამისს საკუთარი ერის წინაშე, არც მის პოეზიაზე ჰქონდა წარმოდგენა. აკაკიც მუდმივად შვილს მონატრებული ვალს ვალზე
იღებდა, რათა ალექსის და დედამისის საზღვარგარეთ ცხოვრება დაეფინანსებინა. დედა-შვილი ხან რუსეთის ქალაქებს იცვლიდა ხან ევროპაში დამოგზაურობდა. როგორც ბიოგრაფები ვარაუდობენ, ალექსი აზარტული თამაშებითაც იყო გატაცებული და მისი წაგებული თანხის გადახდაც აკაკის უწევდა.

რაც შეეხებათ აკაკისა და მის მეუღლეს, ნატალია პერიოდულად ჩამოდიოდა საქრთველოში. ქმართან ურთიერთობა საბოლოოდ არ გაუწყვეტია. ბოლოს, როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალიამ მოისურვა, ჩამოსულიყო და მოევლო ქმრისათვის.
4244
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?