"ჩემს ცოლს შვილები არ უყვარს" - შეწუხებული მამის აღსარება
"ჩემს ცოლს შვილები არ უყვარს" - შეწუხებული მამის აღსარება
"სუსტი ნერვები რომ მქონდეს, ალბათ უკვე ცოლის მკვლელთა რიგში ვიქნებოდი", - ამბობს გიორგი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სანაქებო მამა და უზომოდ მომთმენი ქმარია.

გიორგი: - მე და ნათია იმ ასაკში არ დავქორწინებულვართ, როდესაც ჯერ კიდევ არ გაგიცნობიერებია, რას ნიშნავს ოჯახი, რამხელა პასუხისმგებლობას გაკისრებენ შვილები. ბავშვები ხომ მშობლებს ვერ ირჩევენ, თორემ ჩემი შვილები უკეთეს დედას მოძებნიდნენ. ნათია ძალიან ცივად ეპყრობა ბავშვებს, თითქოს მან კი არ გააჩინა ეს ორი ანგელოზი, არამედ ვიღაცამ მიუყარა. ხშირად არ არის შინ. ან მივლინებაშია, ან რომელიმე
ე.წ. ელიტურ კაფესა და რესტორანში, ვითომ საქმიან შეხვედრებზე. ბრუნდება გვიან, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი. ბავშვებს არც კი დახედავს, ისე იძინებს. აღარც ჩემთან ურთიერთობა აინტერესებს. მიზეზები არ ელევა, - დაღლილი ვარ, აღარაფრის თავი არ მაქვს, დილით ადრე უნდა ავდგეო... არადა, დილით კი არა, შუადღისას იღვიძებს. ბავშვები დედას რომ დაინახავენ, ბედნიერი მიცვივდებიან ხოლმე, ის კი საძინებლიდან გარეთ გამოყრის, კარს ჩაუკეტავს და ძილს განაგრძობს...

ნათიას გოგონას შემდეგ, ბიჭზე ორსულობისას დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები. წუწუნებდა, მშობიარობას გადავყვებიო. იმის გამო, რომ ზოგადად, ორსულობის დროს ასეთი პრობლემები ჩნდება და ეს ცნობილია მედიცინისთვის, თანაგრძნობის მეტი არაფერი გამაჩნდა მის მიმართ. ბავშვი რომ დაიბადა,
მხოლოდ ერთი თვე უვლიდა, მერე ძიძა დაიქირავა და თვითონ სამსახურში გავიდა. არც უფროს გოგონაზე ზრუნავდა, არადა, მეორე ორსულობამდე თავს დასტრიალებდა.

გაგრძელება
4439
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?