ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ერთი დღე სტუმრებისთვის კარი არ გაეღო ერთხელ ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, ერთი დღე სტუმრებისთვის კარი არ გაეღო.
დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან.
- როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. მშობლები წავიდნენ...
ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა ცოლის მშობლები იდგნენ კართან.
- არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო.
გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს 4 ბიჭი შეეძინა, ხოლო მე-5 გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა!
იხილეთ სრულად