გიორგი და ლევანი სამედიცინო უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ. გიორგი ბეჯითი სტუდენტი ყოფილა, ლევანი - გაზულუქებული ბიჭი. გიორგი საუკეთესო ექიმი დადგა, ლევანი მამის სიცოცხლეში არხეინად ცხოვრობდა, მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, თანაც არ მუშაობდა. ერთ დღეს ძველი მეგობრები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ლევანმა გული გადაუშალა. გიორგის შეებრალა და უთხრა, - სანამ სამსახურს გიშოვიდე, მანამდე ერთ საქმეს შემოგთავაზებ, თუ არ იუკადრისებო და უამბო, - ჩემი მეგობარი კლინიკას ხელმძღვანელობს,
ყველაფერი კარგად წარიმართა, ქალი დაორსულდა. ლევანს ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე უნდოდა გაეგო, ვინ იყო მისი მომავალი შვილის იდუმალი დედა. ამასობაში გიორგიმ სამსახურშიც მოაწყო. ერთი სიტყვით აეწყო ცხოვრება, მაგრამ, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ დაიბადებოდა მისი შვილი, როგორ დედას უნდა გაეზარდა. ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა და გიორგის ჰკითხა, ჩემი შვილის ამბავი ხომ არ იცი, გოგოა
მერე მისი ცხოვრება უცნაურად წარიმართა. კლინიკის დირექტორს სამსახურში გულის შეტევა დაემართა. ლევანმა უპატრონა - სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოშიც გვერდიდან არ მოსცილებია, გვიანღა გაახსენდა, რომ ოჯახისთვის უნდა შეეტყობინებინა.
იხილეთ გაგრძელება