ნუ ბუზღუნებ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლე! - 10 წესი მოზარდებისთვის ბილ გეიტსისგან
ნუ ბუზღუნებ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლე! - 10 წესი მოზარდებისთვის ბილ გეიტსისგან
რამდენიმე ხნის წინ ბილ გეიტსი უფროსკლასელების წინაშე გამოვიდა და მოზარდებს ის 10 წესი დაუსახელა, რასაც მისი აზრით, ვერასდროს გაიგებდნენ სკოლის კედლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიურად ოპტიმიზმისა და პოლიტკორექტულობის სწავლა კარგია, თუმცა რეალობისგან საკმაოდ შორს მდგარ თაობას აყალიბებს, ეს კი მოზრდილ ცხოვრებაში უცილობელ წარუმატებლობებს გამოიწვევს. ამიტომ ჯობს, მოზარდი თავიდანვე იყოს შეგუებული მომავლის სირთულეებსა და გამოწვევებს და ადეკვატურად ჰქონდეს მათზე რეაქცია.

წესი 1-ლი
ცხოვრება უსამართლოა და ამას მიეჩვიე!

წესი მე-2
მსოფლიოსთვის
სულ ერთია შენი თვითშეფასება, ცხოვრება შენგან მოითხოვს საქმეს, მანამ, სანამ შენ თავდაჯერებულებას იგრძნობ.

წესი მე-3
წელიწადში 60 ათას დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე ვერ მიიღებ. ვერ გახდები უცებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ეს ფული საკუთარი შრომითა და კარგი იდეებით უნდა გამოიმუშავო.

წესი მე-4
მიგაჩნია, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მომთხოვნია? მოითმინე, როცა შენ გახდები უფროსი, და გაუგებ მას.

წესი მე-5
მიმტანად მუშაობა არ არის ღირსების დამცირება. ეს შესაძლებლობაა, რაღაც აკეთო, სანამ დიდ საქმეზე გადახვალ. და ნურც იმათ დასცინებ, ვინც დღე და ღამე იზუთხავს ყველაფერს - გავა დრო და შეიძლება, მათზე მუშაობამ მოგიწიოს.

წესი მე-6

თუ ტლაპოში ჩავარდი, ეს არ არის შენი მშობლების ბრალი. ნუ ბუზღუნებ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლე!

წესი მე-7
შენს დაბადებამდე შენი მშობლები სულაც არ იყვნენ ასეთი მოსაწყენები, როგორც ახლა გეჩვენება. ისინი ასეთებად იქცნენ შენი მომავლისთვის საჭირო სხვადასხვა გადასახადის გადახდის, შენი სამოსის რეცხვის თუ შენი დაუსრულებელი პრობლემების მოგვარების წყალობით. ამიტომ სანამ შენი მშობლების თაობისგან სამყაროს ხსნას შეუდგები, მანამდე საკუთარ ბინაში ტუალეტი მოწმინდე!

წესი მე-8
შენი სკოლა, შეიძლება, აღარ არის დაყოფილი ლიდერებად და უიღბლოებად, მაგრამ ცხოვრება - კვლავაც ასეა. ზოგიერთ სკოლაში არ წერენ ცუდ ნიშნებს და იმდენი მცდელობის უფლებას გაძლევენ, რამდენიც სწორი პასუხისთვის გჭირდება. თუმცა ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან.

წესი მე-9
ცხოვრება არ არის დაყოფილი სემესტრებად. აღარ გექნება საზაფხულო არდადეგები და ბევრი ადამიანიც არ გამოჩნდება იმით დაინტერესებული, რომ შენ საკუთარი თავი იპოვო. ასე რომ, უბრალოდ იმოქმედე, განავითარე და წარმოაჩინე საკუთარი შესაძლებლობები.

წესი მე-10
ტელევიზია არარეალური ცხოვრებაა. სინამდვილეში ადამიანები უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებენ და არა კაფეში მაგიდასთან მსხდომნი.
ტეგები: ბილ გეიტსი
6940
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნათელა
0
ჭეშმარიტებაა.
19:39 / 22-09-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```