სესილ ლუპანი არწმუნებს მშობლებს, ბავშვს ამქვეყნად ყველაფერი უამბონ და არ იღელვონ იმაზე, რომ პატარა რაღაცას ვერ გაიგებს სესილ ლუპანი ცნობილი ბელგიელი მსახიობი და პედაგოგი იყო, რომელმაც სცენის დატოვების შემდეგ მთელი ცხოვრება შვილების აღზრდას და პატარა ბავშვებისთვის აღზრდის მეთოდიკების შედგენას მიუძღვნა. სესილ ლუპანის ძირითადი მეთოდიკა ბავშვის ადრეულ განვითარებას ეყრდნობოდა.
1. ბავშვისთვის ნებისმიერი სწავლება უნდა ჰგავდეს მხიარულ თამაშს, რომელიც მანამ უნდა შეწყვიტოთ, სანამ ბავშვი დაიღლება.
2. სესილ ლუპანი არწმუნებს მშობლებს, ბავშვს ამქვეყნად ყველაფერი უამბონ და არ იღელვონ იმაზე, რომ პატარა რაღაცას ვერ გაიგებს. ის დარწმუნებულია: ცოდნა წინ უძღვის გაგებას.
3. სესილ ლუპანი ამტკიცებს, რომ ბავშვს არ სჭირდება მეცადინეობის ყოველდღიური პროგრამა: თუ ყოველდღე მეცადინეობს, ბავშვის ცხოვრება კატორღას ემსგავსება, მეტის სწავლის სურვილი კი თანდათან უქრება. ლუპანს მიაჩნია, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვისთვის ყველაზე მოსახერხებელია კვირაში ერთხელ მეცადინეობა ან ერთი კვირა მეცადინეობა და ერთი კვირა – დასვენება.
4. მშობლები თავიანთი შვილების საუკეთესო მასწავლებლები არიან.
5. თავის წიგნში დიდ ყურადღებას უთმობს მუსიკას, ხატვას, ხელოვნების ისტორიას, უცხო ენებს და რასაკვირველია, ისტორიასა და გეოგრაფიას – ეს ყველაფერი აუცილებელია ბავშვის განსავითარებლად.
6. კითხვის სიყვარულს თუ განუვითარებთ, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ბავშვისთვის, რადგან კითხვა კულტურის საფუძველია. ამიტომ ის შემეცნებით და გასართობ საქმიანობად უნდა აქციოთ, რომელშიც ბავშვს აქტიური როლი უკავია.
ცნობილი პედაგოგი ასევე ურჩევს მშობლებს, ყოველდღე უმღერონ ბავშვს, ივარჯიშონ მასთან ერთად, ისეირნონ, აბანავონ, გაუკეთონ მასაჟი, ერთად უყურონ ნახატებიან წიგნებს. უკვე ერთ წლამდეც კი შეიძლება ბავშვს განვუვითაროთ წიგნის სიყვარული, მერე და მერე კი მისგან კარგი მკითხველი დადგება, უცხო ენებსაც იოლად ისწავლის.