"გაზარდეთ გმირები და არა მონები! გაზარდეთ გამბედავი ადამიანები! ბავშვი ვითარდება სწორედ სირთულეების გადალახვის პროცესში!"
"გაზარდეთ გმირები და არა მონები! გაზარდეთ გამბედავი ადამიანები! ბავშვი ვითარდება სწორედ სირთულეების გადალახვის პროცესში!"
შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს - როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, როგორ გავუგოთ, რა არ უნდა შეგვეშალოს, როგორ გავაუმჯობესოთ გარემო ოჯახში, სკოლაში...
mshoblebi
პასუხი ისევ ჰუმანურ პედაგოგიკაშია, ჰუმანურ მიდგომებში. მშობელი უნდა ემეგობროს ბავშვს, მაქსიმალურად აქტიურად იყოს
ჩართული ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობაში, იცნობდეს მის მეგობრებს, მასწავლებლებს, სკოლას, იცნობდეს საკუთარ შვილს, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, მას აქვს ახალი მისწრაფებები, ახალი სურვილები, მიზნები, ოცნებები და უზარმაზარი შესაძლებლობები, რომლების გახნსაშიც ისევ ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ.

altცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი: "თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მხოლოდ ათოსანი და დამჯერი"



რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს გთავაზობთ ამ შეხვედრიდან:
  • დღევანდელი მშობლები ფიქრობენ, რა დაუტოვონ ბავშვს, დააგროვონ ქონება, რათა შვილებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ, ამისთვის ისინი ბევრს შრომობენ და მუშაობენ, ის ოქროს წლები კი გარბის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი, ბავშვის აღზრდა!
  • გიყვარდეთ ბავშვი უპირობოდ და მიიღეთ ის,
    როგორიც არის. ის არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი მისიით მოვიდა. მას აქვს უსაზღვრო ენერგია და უსაზღვრო შესაძლებლობები. გჯეროდეთ თქვენი შვილების და მათი მომავალი ბედნიერების.
  • თითოეულმა ბავშვმა, თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ბილიკი ცხოვრებაში, ის, სადაც თავს იგრძნობს თავისუფლად და კომფორტულად. ურჩიეთ შვილს პროფესია, მაგრამ არ აურჩიოთ.
  • დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს. თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ აგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებინ. ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს. მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
  • იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.
  • ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში, მე გირჩევთ მოძებნეთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.
  • ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.
  • მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი. უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ  ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ.

 

altაღზრდის საიდუმლო, როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად - საუკეთესო რჩევები შალვა და პაატა ამონაშვილებისგან


 

mshoblebi

  • ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება და არ დაიჩაგროთ გული. არც ხუთოსანი შვილით იტრაბახოთ. გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე თქვენი ხუთოსანი შვილი.
  • ბავშვის შესაძლებლობები უსაზღვროა. მას აქვს მისწრაფება დიდობისკენ, თავისუფლებისკენ, განვითარებისკენ, არც კი იფიქროთ ამ უდიდესი ენერგიის შეჩერება.
  • გაზარდეთ გმირები და არა მონები! გაზარდეთ გამბედავი ადამიანები! ბავშვი ვითარდება სწორედ სირთულეების გადალახვის პროცესში. ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან ხისტი მითითებები, გაუთავებელი შენიშვნები, დარიგებები მკრაცრი ტონით.
  • ბავშვი დიდი ხდება დიდთან ურთიერთობით, დაავალეთ დიდური საქმეები, წაახალისეთ, გაიკვირვეთ მისი კარგი საქციელი, შეაქეთ მიეცით სტიმული. ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს შვილს, თუ მას დღეს არ მოუსმენთ ხვალ ის არაფერს გეტყვით, მისი „მეგობრები“ კი აუცილებლად გამოჩნდებიან კომპიუტერულ თამაშებში, ეკრანს მიღმა დამალულ ადამიანებში.
  • მასწავლებლებო, ნუ დაზაფრავთ ბავშვებს საკონტროლო წერით, დაე თქვენთვის იყოს ეს წერა საკონტროლო, ბავშვებს კი უთხარით, რომ ერთი ჩვეულებრივი დღეა და დავალება მიეცით. ბავშვის ნერვიულობა, სტრესი, დაძაბულობა კარგს არაფერს მოიტანს.
  • ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს.... განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რატომ არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
  • რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
  • ხშირად უამბეთ შვილს თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ბავშვობაზე, რადგან ის ამ დროს თქვენში თავის თავს ხედავს.
  • სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაესწარით გაკვეთილებს და გაიგეთ, რას და როგორ ასწავლიან თქვენს შვილებს.

 

altუნდა იწერებოდეს თუ არა სკოლაში ნიშნები - შალვა ამონაშვილის პასუხი


 

mshoblebi

33239
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
სალო
0
საოცარი ადამიანი
23:00 / 25-01-2019
ხათუნა
2
განსაკუთრებით მომწონს ბ-ნი შალვასი ის , რომ თანამედროვე ბავშვების განვითარების პულსზე უდევს ხელი და მომაბეზრებელი შეგონებებით არაა გაჯერებული მისი რჩევები!!! პედადგოგი ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით!!! გმადლობთ!!!
13:15 / 22-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```