სუპერმარკეტში ქალი იდგა რიგში. მის წინ ბაბუა იყო, ჭირვეულ შვილიშვილთან ერთად. ბიჭს ხელები სავსე ჰქონდა ტკბილეულით. მაგრამ უცებ ყვირილი დაიწყო და დაბლა დაწვა.
- მშვიდად, ცოტა დარჩა, ალექსანდრე... კარგი ბიჭი ხარ.
ცოტა ხნის შემდეგ მან კვლავ დაიწყო ჭირვეულობა. ბაბუამ კი უთხრა:
- ყველაფერი კარგადაა, ალექსანდრე... კიდევ რამდენიმე წუთი მოითმინე და სახლში წავალთ. მოითმინე, ყმაწვილო.
გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი კვლავ გადაიქცა ,,პატარა დემონად“ და უნდოდა
- დამშვიდდი, ალექსანდრე, კიდევ 5 წუთი და სახლში ვიქნებით.
ქალზე ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც ქუჩაში გავიდა, მაშინვე მივიდა მოხუც მამაკაცთან, რომელიც შვილიშვილთან ერთად უკვე მანქანაში იჯდა და წასასვლელად ემზადებოდა. ქალმა უთხრა:
- ეს, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ თქვენი საქციელი უბრალოდ გასაოცარია. თქვენ შეინარჩუნეთ სიმშვიდე მაშინაც კი, როდესაც თქვენი შვილიშვილი ძალიან ცუდად იქცეოდა. ალექსანდრე, შენ ძალიან გაგიმართლა ბაბუაში!
- მადლობა, - უპასუხა ბაბუამ, - მაგრამ, ალექსანდრე მე ვარ. ამ ბიჭს კი მაქსი ჰქვია.