10 რამ, რაც ბავშვებს ყოველთვის ეხსომებათ
10 რამ, რაც ბავშვებს ყოველთვის ეხსომებათ
ადამიანის ცხოვრება ბავშვობის მილიონობით მოგონებისგან შედგება, რომლებიც მიუღია მას პჯახის, მეგობრების თუ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის წრეში. ყველა მოგონება ნამდვილად არ იწვევს ღიმილს, მაგრამ მათ შორის მაინც არის საოცრად ბედნიერი მომენტები, რომლებსაც ადამიანები ყოველთვის იგონებენ, მძიმე წუთებშიც, და ისინი მათ მხნეობას მატებენ. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებსაც დარჩეთ ასეთი მოგონებები, ამას ხელი უნდა შევუწყოთ, არც ისე ბევრი რამით:

1. წაუკითხეთ მათ. დიახ, ეს თავისთავადაც ლ
ამაზია, მაგრამ გარდა ამისა, როცა ბავშვს რაღაცას უკითხავთ, ამ დროს საოცარ, ზღაპრულ სამყაროს უქმნით, ის თქვენთან ერთად მოგზაურობს და თქვენთან სიახლოვესაც განსაკუთრებულად გრძნობს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა ბავშვი, ყოველთვის უხარია, როცა მშობელი უკითხავს. იკითხეთ ბევრი მასთან ერთად...

2. მოუსმინეთ. თანამედროვე გადარეულ სამყაროში ძალიან იოლია თქვა: "ერთი წუთი მოიცადე, ჯერ არ მცალია!" რეალობა ისეთია, რომ ერთი წუთის შემდეგაც არ შეიცვლება არაფერი, არც – ერთი საათის, და ბავშვი ხშირად რჩება სასურველი ყურადღების გარეშე. ხოლო როცა მოვინდომებთ და მოვიცლით მოსასმენად, მას უბრალოდ აღარ მოუნდება თავისი სათქმელის გაზიარება, ან დაავიწყდება კიდეც. არადა, ბავშვებს უბრალოდ სურთ ხოლმე მშობლებს გაუზიარონ თავიანთი ცხოვრების ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი მომენტები. ან მოენატრათ დედის თუ მამის სითბო და
უბრალოდ მოიგონეს რაღაც სათქმელი, რომ მათი ყურადღება მიიპყრონ. ბავშვს ხომ მხოლოდ ჩაცმა-დახურვა, კვება, წრეებზე ტარება და მომავლის დაგეგმვა არ სჭირდება, მას ყველაზე მეტად მშობელთან ურთიერთობის, თამაშის, მოსმენის, სითბოსა და ყურადღების მოთხოვნილება აქვს. ამიტომ, სანამ მოიცილებთ "ერთი წუთით", იფიქრეთ იმაზე, რომ ტელეფონი, კომპიუტერი, სოციალური ქსელები და ტელევიზორი არ განაწყენდებიან, არ მიიღებენ სულიერ ტრავმას და არ დაივიწყებენ არაფერს. ბავშვებისგან განსხვავებით.

3. ჩაეხუტეთ. არ აქვს მნიშვნელობა, პატარები ვართ თუ დიდები, ყველას გვჭირდება სითბო. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგიერთს ხშირად სჭირდება მოფერება და ალერსი, ვიღაცისთვის დღეში ერთი ჩახუტებაც კი საკმარისია, უბრალოდ, უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის მოთხოვნილებებს და არ უთხრათ უარი. ოღონდ კი არ ჰკითხოთ, ჩაეხუტოთ თუ არა. უთხარით: "ძალიან მინდა ჩაგეხუტო!" და ჩაიკარით გულში. ჩახუტება არა მხოლოდ სიყვარულის სიმბოლოა, ასევე ნდობის, დაცულობისა და უბრალოდ ბედნიერების.

4. დაამკვიდრეთ ოჯახური ტრადიციები. მაგალითად, კვირაში ერთხელ მოაწყვეთ კინოს საღამო, როცა მთელი ოჯახი ერთად უყურებს ფილმს. ან მოაწყვეთ ნარდის, ქალაქობანას, ჭადრაკის, კიდევ სხვა რამის საოჯახო ჩემპიონატი. მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკები. მთავარია, ყველა ერთად იყოთ ამ დროს და მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიფიქრებთ. ეს ტრადიციად უნდა იქცეს და კვირაში ერთ დღეს მაინც ოჯახის წევრები ერთად უნდა ატარებდნენ.

5. ერთად საუზმობა ან ვახშმობა. დრო მალე გარბის, მზადებას, მუშაობას ბევრი დრო მიაქვს. არადა, სხვადასხვა გრაფიკის ფონზე მაინც აუცილებელია, დღეში ერთი კვება მაინც ისე დაიგეგმოს, რომ მთელი ოჯახი ერთად მიუსხდეს მაგიდას. ოჯახური საუზმე, სადილი თუ ვახშამი საუკეთესოა ურთიერთობებისთვის, აზრების გასაცვლელად, ასევე იმისთვის, რომ დღეში ერთხელ მაინც მთელი ოჯახი ჯანსაღად იკვებებოდეს და არა გადარბენებზე – ცომეულით, ფასთფუდებით, ჩიფსებით და სხვა მავნე პროდუქტებით.

6. ხშირად უთხარით, რომ ის ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვართ. ბავშვისთვის აუცილებელია, ყოველთვის იცოდეს და ახსოვდეს, რომ მშობლებს ის ძალიან უყვართ.

7. იზეიმეთ! ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და მიღწევებიც სხვადასხვა აქვს. ვიღაც 5 წლისა უკეთ კითხულობს, ვიდრე სხვა 10 წლის ასაკში. ზოგიერთი სპორტშია წარმატებული. თუმცა ყველას აქვს რაღაც ისეთი, რაც უკეთ გამოსდის. მშობლებმა ამ ნიჭში ხელი უნდა შეუწყონ და მისი პატარ-პატარა გამარჯვებებიც ყოველთვის აღნიშნონ და იზეიმონ ბავშვთან ერთად.

8. ერთად თამაში. ყველა ბავშვს უყვარს თამაში, მაგრამ უფროსებს ეს მოსაწყენად ეჩვენებათ. არადა, უბრალოდ უნდა მოძებნოთ ისეთი რამ, რაც მთელ ოჯახს მიანიჭებს სიამოვნებას – მაგიდის თამაშები, ტევაზობა, ბუნებაში გასვლა, სპორტული თამაშები, ხელსაქმის ერთად კეთება, ხატვა, თუნდაც უბრალოდ ბავშვის სტანდარტულ თამაშში გულით ჩართვა. ეს პატარებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ისინი ხვდებიან, რომ მათ საყვარელ საქმიანობას მშობლებიც მხარს უჭერენ და იზიარებენ. ოჯახის მხიარულად გატარებული დრო, მათი საერთო მხიარულება, ქმნის მოგონებებს, რომლებსაც ბავშვები არასდროს ივიწყებენ.

9. გახსოვდეთ თქვენი შეპირებები. ხშირად მშობლები ბევრს ვპირდებით ბავშვებს და სულ როდი გვახსოვს მათი შესრულება. ბავშვების ცხოვრება კი სწორედ მომენტებისგან შედგება და ასეთი სიტუაციები მათ გულს ტკენს. ამიტომ, თუ რაიმეს შეპირდებით, აუცილებლად შეუსრულეთ და არც ის ღონისძიებები დაივიწყოთ, რაც პატარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კრებები, დაბადების დღეები, რეპეტიციები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, ოლიმპიადები. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ბავშვისთვის აუცილებელია, რომ მშობლის გვერდით დგომას გრძნობდეს, რომელიც გამარჯვებულს ქებით აავსებს და დამარცხებულს დაამშვიდებს. ბავშვისთვის ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ის და მისი მიღწევები, მისი საქმიანობა, ახსოვთ მშობლებს, არ ავიწყდებათ სამსახურის თუ სახლის საქმეებში, პრობლემებში თავით გადაშვებულებსაც კი.

10. გიყვარდეთ. სიყვარული სიყვარულს შობს. მაგრამ არ არის საკმარისი, მხოლოდ უთხრათ ბავშვს, რომ გიყვართ და მერე მისი იგნორირება, მისი სურვილების უგულებელყოფა და მის თხოვნებზე ყურუს მოყრუება განაგრძოთ. სიყვარული უნდა აჩვენოთ შვილს, აგრძნობინოთ. ამ სიყვარულს ის მერე ასმაგად დაგიბრუნებთ.

87863
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ზალიან კარგი რჩევებია
22:26 / 03-12-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```