ერთგულებისა და ცოდვის ყვავილი - ბრძნული იგავი ყველა ცოლ-ქმრისთვის
ერთგულებისა და ცოდვის ყვავილი - ბრძნული იგავი ყველა ცოლ-ქმრისთვის
მოზრდილი ქალიშვილი დედასთან მივიდა რჩევისთვის:
- დედა, იცი, ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი... მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვა კაცი გავიცანი და ახლა მთელი ჩემი ფიქრები მისკენ გარბიან. ფიქრადაც კი არ მინდა, რომ ჩემს ქმარს ვუღალატო, მაგრამ ძალა არ მყოფნის, ეს ცოდვილი გრძნობა გადავიგდო გულიდან. როგორ მოვიქცე, მირჩიე.
დედამ უპასუხა:
- შვილო, ჩვენი გრძნობები ყვავილებია, რომლებიც ჩვენს გულში იზრდება. შენს გულში ახლა ორი ყვავილია. ერთი მათგანი არამკვეთრია, მაგრამ ძალიან ნაზი და კეთილშობილი, ქმრისადმი შენი
სიყვარულის ყვავილი, რომელიც თავად დარგე. ის მთელი ცხოვრება იხარებს და გამოიღებს მშვენიერ ნაყოფს, თუ მას ხშირად მორწყავ.
მეორე ყვავილი – მკვეთრი, მაგრამ შხამიანია, ვნების ყვავილი, რომელიც უნებართვოდ ამოიზარდა შენს გულში და სარეველა ბალახივით ართმევს ძალებს პირველ ყვავილს. თუმცა ეგ ყვავილი უნაყოფო და მოკლევადიანია, რამდენიც არ უნდა რწყა. შვილო, შენ ვერც მას ამოიცლი ასე ადვილად გულიდან, ის უკვე ზის იქ.
მაგრამ ყოველთვის გაქვს არჩევანი. ყოველთვის შეგიძლია აირჩიო, რომელი ყვავილი მორწყა და რომელი – არა. თუ მხოლოდ პირველ ყვავილს მორწყავ, მეორე მალე დაჭკნება და აღარ მოგიშხამავს სულს...
8800
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ელენე
0
ნამდვილად მასეა, დედის სიტყვები შვილმა სწორად უნდა გაიგოს და მართლაც ათარ იქნება ღალატის ამდენი რაოდენობა. ახალგაზრდები როცა ვართ ბევრი თაყვანიცმცემელია ჩვენს ირგვლივ მაგრამ ვინაა ჩვენთვის ნამდვილი და ვინ არა უნდა გავარჩიოთ
10:31 / 11-01-2015
izolda
0
კველა დედა ასე უნდა არიგებდეს სვილს და აგარ იქნება ამდენი სოდომი და გომორი
23:51 / 11-11-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```